ელენე ხოშტარია ირაკლი ღარიბაშვილს - "ტონი შეცვალეთ, ბატონო მინისტრო"

ელენე ხოშტარია ირაკლი ღარიბაშვილს - "ტონი შეცვალეთ, ბატონო მინისტრო"

არასამთავრობო ორგანიზაცია "გრასის" წარმომადგენელი ელენე ხოშტარია "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე შს მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ტონის შეცვლისკენ მოუწოდებს. ხოშტარია მინისტრის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც მან მოქალაქე ლევან კორკოტაშვილთან დაკავშირებით საია-ს განცხადების პასუხად გააკეთა. მინისტრმა საია ლევან კორკოტაშვილთან დაკავშირებით გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა.

"პრემიერის დამოკიდებულება არასამთავრობოებთან და ზოგადად საზოგადოებასთან ენთუზიაზმით აიტაცეს მინისტრებმა და გვიკითხავენ ლექციებს როგორ უნდა ვიმუშავოთ. ტონი შეცვალეთ, ბატონო მინისტრო, ჩვენ ამის კარნახი სწორედაც რომ შეგვიძლია თქვენგან განსხვავებით!", - წერს ხოშტარია.

შეგახსენებთ, 2 ოქტომბერს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანიების საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელებთან და თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე პრემიერმა ჟურნალისტები მთავრობის საქმიანობის გაშუქებისას ხშირად გადაუმოწმებელი და არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს