დასაქმებულებს სამსახურში მშობლის მიყვანის უფლება მისცეს

დასაქმებულებს სამსახურში მშობლის მიყვანის უფლება მისცეს

ვინც მუშაობს, კარგად ესმის, რას ნიშნავს, მშობლებისა თუ მეუღლის მომაბეზრებელ შეკითხვებზე პასუხის გაცემა. "რამდენად დაცულია ჰიგიენური ნორმები სასადილოში?", "რატომ რჩები სამსახურში, მუშაობის დასრულების შემდეგ რამდენიმე საათი?", "რამდენი გაქვს ხელფასი?", "რატომ მოდიხარ ასეთი დაღლილი სამსახურიდან?" და სხვა.

ფსიქოლოგების თქმით, როგორი ჰარმონიულიც არ უნდა იყოს სამუშაო გარემო და გრაფიკი, დასაქმებული სტრესს მაინც იღებს. ყველაზე უსიამოვნო კი სამსახურის შემდეგ მომაბეზრებელ შეკითხვებზე პასუხების გაცემაა, რომელიც რელაქსაციის საშუალებას არ იძლევა. შესაბამისად, ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული ამერიკული ვებსაიტის LinkedIn-ის ადმინისტრაციამ 7 ნოემბერი თანამშრომელთა მშობლების დღედ გამოაცხადა. ყოველი წლის 7 ნოემბერს თანამშრომლებს მშობლები სამსახურში მიჰყავთ და იმ გარემოს აცნობენ, სადაც მთელი წელი, კვირაში 5 დღე მუშაობენ. ამ პროექტით რამდენიმე ოფისის ხელმძღვანელიც დაინტერესდა.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს