სოციალური სააგენტო - პრეზიდენტმა იცრუა, დევნილი ციალა მაისურაძე სოციალურ შემწეობას დღემდე იღებს

სოციალური სააგენტო - პრეზიდენტმა იცრუა, დევნილი ციალა მაისურაძე სოციალურ შემწეობას დღემდე იღებს

სოფელ თელიანში მცხოვრებ ერედვიდან დევნილ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ციალა მაისურაძეს სოციალური სააგენტოს წარმომადგენლებმა მას შემდეგ მიაკითხეს, რაც პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მისთვის სოციალური დახმარების შეწყვეტის შესახებ განცხადება გააკეთა.

საქართველოს პრეზიდენტი 10 ოქტომბერს, თელიანში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად დევნილ მოსახლეობას შეხვდა და მათ შორის ციალა მაისურაძესაც ესტუმრა. ციალა მაისურაძის თქმით, სოციალური დახმარება მას შემდეგ მოუხსნეს, რაც მის სახლში სარეცხის მანქანა აღმოაჩინეს.

სოციალური სააგენტოს ხელმძღვანელი ნოე ქინქლაძე კი აცხადებს, რომ პრეზიდენტის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და დევნილი ციალა მაისურაძე სოციალურ შემწეობას დღემდე იღებს. "ის, რომ ციალა მაისურაძეს დახმარება შეუწყვიტეს, სრული დეზინფორმაციაა. ჩვენ გადავხედეთ საბუთებს და ირკვევა, რომ მას არასდროს შეწყვეტია სოციალური დახმარება. ბანკში მივიდა და თანხა ვერ აიღო. ამის შემდეგ მას არც ბანკში გაურკვევია რამე და არც ჩვენთვის მოუმართავს. საბოლოოდ გაირკვა, რომ ქალბატონს გარკვეული ვალდებულებები ჰქონდა ბანკის წინაშე და ის აჭრიდა ამ თანხას. ამ შემთხვევაში კი ჩვენ არაფერ შუაში ვართ", -  განაცხადა ნოე ქინქლაძემ "გურია ნიუსთან".

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა