"შოთაობა" "ოცნებამ" და "ნაციონალებმა" ცალ-ცალკე იზეიმეს

"შოთაობა" "ოცნებამ" და "ნაციონალებმა" ცალ-ცალკე იზეიმეს

"შოთაობის" დღესასწაული, წელს პირველად, სოფელ რუსთავის ნაცვლად ვარძიაში იზეიმეს. საზეიმო პროგრამა 4 საათს გაგრძელდა, სადაც ადგილობრივ ფოლკლორულ და ცეკვის ანსამბლებს, "ქართული ხმები" და მწერალთა კავშირიდან მოწვეული სხვადასხვა გამომსვლელები ცვლიდნენ. პარალელურად მიმდინარეობდა შეჯიბრი ჭიდაობაში, მზადდებოდა მესხური კერძები, რომელთა დაგემოვნებაც მსურველებს ხალხური სიმღერების ფონზე შეეძლოთ.

ვარძიაში გამართულ ღონისძიებას მოქალაქეებთან ერთად, სასულიერო პირები, ტურისტები, ძალოვანი სტრუქტურებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. თუმცა, ზეიმზე არსად ჩანდნენ სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი, სამხარეო აპარატის თანამშრომლები და ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატი "ნაციონალური მოძრაობიდან" ტარიელ ლონდარიძე. როგორც აღმოჩნდა, ვარძიაში გამართული "ოცნების" გრანდიოზული ზეიმის პარალელურად, განაწყენებული "ნაციონალები" დღესასწაულს ტრადიციულ ადგილას, სოფელ რუსთავში მოკრძალებული სუფრით აღნიშნავდნენ. მათი თქმით, ვარძიაში გამართულ ზეიმს პარტიული ღონისძიება უწოდეს და განაცხადეს, რომ დღესასწაულზე დასასწრებად მიწვევა არავისგან მიუღიათ.

იხილეთ ვრცლად

”სამხრეთის კარიბჭე”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა