10 ყველაზე კალორიული საკვები

10 ყველაზე კალორიული საკვები

რაციონის შედგენისას აუცილებელია საკვების კალორიულობის ცოდნა და გათვალისწინებაც. კვების სპეციალისტები 10 ყველაზე კალორიული პროდუქტის შესახებ შეთანხმდნენ. მათ გაცნობამდე კი გავიხსენოთ, რომ 100 გ ცხიმი 900 კალორიაა, 100 გ ცილა 400, 100 მლ ალკოჰოლი კი 700... ალბათ, დაახლოებით მიხვდით კიდეც რა პროდუქტები მოხვდნენ ამ სიაში?

1. ზეთოვანი კულტურები

ანუ პროდუქტები, რომლებიც ზეთის გამოსახდელად გამოიყენება: მზესუმზირა, ნიგოზი, თხილი, ნუში, კედარის კაკალი... ისინი დიდი რაოდენობით ცხიმს შეიცავენ და შესაბამისად მაღალკალორიულია. თუმცა, მეორეს მხრივ, ეს უჯერი, სასარგებლო ცხიმებია, რომელიც ორგანიზმს გულსისხლძარღვთა დაავადებების წინაააღმდეგ ბრძოლაში ეხმარება. არ ღირს მათზე უარის თქმა, პირიქით, ამ პროდუქტის მირთმევა აუცილებელიცაა, თუმცა ზომიერად ან სხვა ცხიმის შეზღუდვის ხარჯზე.

2. ძეხვეული

ძეხვეული ძირითადად ღორის ხორცისგან მზადდება. შესაბამისად, მასში ბევრი ნაჯერი ცხიმია, რომელიც სულაც არ არის სასარგებლო. არ დაგვავიწყდეს დიდი რაოდენობით მარილიც, რომელიც არანაკლებად მავნეა.

3. ჩიპსები

დიახ, ბევრისთვის საყვარელ ამ სასუსნავს კალორიების მეტი არც არაფერი მოაქვს ორგანიზმისთვის. ამას ემატება გემოს არომატიზატორები, კონსერვანტები და დიდი რაოდენობით მარილი. ჩიპსებთან ერთად, ამ "საპატიო " ადგილს მარილიანი კრეკერებიც იყოფს.

4. შოკოლადი

ის გვანიჭებს სიამოვნებას, გვაბედნიერებს, გვიმაღლებს განწყობას.... და მოაქვს კალორიები. მნიშვნელობა არ აქვს რძიანი იქნება, შავი თუ თეთრი, 100 გრამში დაახლოებით 530 კკალ-იაა, ანუ დაახლოებით 65 კკალ 1 პატარა, 10 გრამიან კვადრატში. რა თქმა უნდა, დღეში 1-2 კვადრატი ტრაგედია არ არის, მაგრამ არავითარ შემთხვევაში მთელი ფილა, საღამოს, ტელევიზორთან.

იხილეთ ვრცლად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს