ჩინეთში "ცათამბჯენი-შარვალი" ააგეს

ჩინეთში "ცათამბჯენი-შარვალი" ააგეს

ჩინეთის ქალაქ სუჩჟოუში 300 მეტრის სიმაღლის უჩვეულო ცათამბჯენ Gate of the Orient-ს ("აღმოსავლეთის კარიბჭე") აგებენ. იგი გიგანტური თაღის ფორმისაა, მაგრამ ხალხმა მისი არქიტექტურული კონცეფცია თავისებურად წაიკითხა და ალტერნატიული ვერსია შეარჩია: გიგანტური შარვალი.

შარვალთან მსგავსება მართლაც გასაოცარია, მიუხედავად იმისა, რომ კომპანია RMJM -ის პროექტის ავტორი ბრიტანელი არქიტექტორები არაფერს მსგავსს არ ვარაუდობდნენ: უბრალოდ, ერთმანეთის გვერდით აშენებულია ორი ცათამბჯენი, რომელთაც თაღი აერთიანებთ.

"პროექტი ქალაქ სუჩჟოუს სიმბოლურ "გასაღებს" წარმოადგენს და თანამედროვე მსოფლიოში ჩინეთის მნიშვნელობას უსვამს ხაზს",- განმარტავენ არქიტექტორები. მისი მშენებლობა 2004 წლიდან მიმდინარეობს და დასრულება მომავალ წელს იგეგმება.

მაგრამ თავად ჩინელები პროექტს დასცინიან. შარშან გაზეთმა Shanghai Daily-მ მასალა გამოაქვეყნა სათაურით "ეს თაღია თუ შარვალი?". ჩინეთის მიკრობლოგერები კი ცათამბჯენისთვის "აღმოსავლეთის შარვლის" დარქმევის ინიციატივით გამოდიან.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს