რაში ადანაშაულებს ნინო ბურჯანაძის შტაბი ახალციხის ციხის დირექტორს

რაში ადანაშაულებს ნინო ბურჯანაძის შტაბი ახალციხის ციხის დირექტორს

ახალციხეში, ნინო ბურჯანაძის სარეკლამო პლაკატები გაკვრიდან რამდენიმე დღეში ჩამოხიეს. საპრეზიდენტო კანდიდატის პლაკატების ჩამოხევაში, "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოსთვის" ახალციხის საარჩევნო შტაბი, ახალციხის ციხის დირექტორს, გუჯა ბიჭაშვილს ადანაშაულებს.

გუჯა ბიჭაშვილი კი ბრალდებას აბსურდულს უწოდებს. "როგორ შეიძლება ყველა სისულელეზე ვისაუბროთ. დღეს ადამიანებს აქვთ თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა. ნუ დარჩებით ძველ დროში", - განაცხადა ბიჭაშვილმა.

იხილეთ ვრცლად

”სამხრეთის კარიბჭე”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა