პოტენციურ დამნაშავეებს ყველაზე ხშირად მწეველი და ალკოჰოლის მოყვარული ქალები აჩენენ, - ამის შესახებ რუსეთის მთავარმა ბავშვთა ფსიქიატრმა, ევგენი მაკუშკინმა განაცხადა. ასეთი დედების შვილები მომავალში ძალადობისკენ არიან მიდრეკილნი.
მაკუშკინის თქმით, მოწევას და ალკოჰოლს, განსაკუთრებით ფეხმძიმობის პირველ ტრიმესტრში, შეუძლია ბავშვის გონებრივი ჩამორჩენილობა განავითაროს. "ასეთი ბავშვები მომავალში უფრო მეტად იქნებიან მიდრეკილნი მართლსაწინააღმდეგო ქმედებებისკენ და დანაშაულის ჩადენისკენ", - აცხადებს ექიმი.
მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ალკოჰოლის მოხმარება ნაყოფის განვითარებაზე ახდენს გავლენას. ევგენი მაკუშკინი მიიჩნევს, რომ ასეთ ფეხმძიმეებს დახმარება ფსიქოთერაპევტებმა და ფსიქოლოგებმა უნდა აღმოუჩინონ.
მომზადებულია segodnya.ua-ს მიხედვით.