რუსული მხარე უკვე დაწუნებულ ქართულ პროდუქციას მეორე შანს აძლევს

 რუსული მხარე უკვე დაწუნებულ ქართულ პროდუქციას მეორე შანს აძლევს

რუსული მხარე უკვე დაწუნებულ ქართულ პროდუქციას მეორე შანს აძლევს. რუსეთის სანიტარული სამსახური მზადაა საქართველოს ხელისუფლების გარანტიით რუსეთის ბაზარზე ქართული წარმოების დაწუნებული ალკოჰოლური პროდუქციის ახალი ნიმუშები დაუშვას. განცხადება ამის შესახებ რუსეთის მთავარმა სანიტარმა გენადი ონიშჩენკომ გააკეთა.

"რუსეთი ამჟამად განიხილავს საკითხს, რომ ღვინის ეროვნული სააგენტოს გარანტიის ქვეშ რუსეთის ბაზარზე დაუშვას ნაწილი იმ მიმწოდებლებისა, რომლებსაც ადრე უარი ეთქვათ", - განაცხადა ონიშჩენკომ.

მისვე თქმით, ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ქართული მხარე იქნება გარანტორი იმისა, რომ რუსეთის სანიტარული სამსახურის მიერ აღმოჩენილი ხარვეზები აღმოფხვრილი იქნება.

"მზად ვართ, ეს საკითხი მომდევნო კვირას განვიხილოთ, მზად ვართ ამ ნაბიჯზე წავიდეთ, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირები აკეთებენ განცხადებებს, რომლებიც ეთიკის ნორმებს არ შეესაბამება",- განაცხადა ონიშჩენკომ.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ