ფეხმძიმე ქალზე მოძალადე საბჭოთა ჯარისკაცის სკულპტურის ავტორი დააპატიმრეს

ფეხმძიმე  ქალზე მოძალადე საბჭოთა ჯარისკაცის სკულპტურის ავტორი დააპატიმრეს

ჩრდილოეთ პოლონეთში, ქალაქ გდანსკში სამხატვრო აკადემიის მეხუთე კურსის სტუდენტი ჯერზი სზუმზიკი დააპატიმრეს, რადგან ფეხმძიმე ქალზე მოძალადე საბჭოთა ჯარისკაცის სკულპტურა შექმნა. ქალაქის ხელმძღვანელობისთვის მიუღებელი აღმოჩნდა ნამუშევარი, სადაც გაუპატიურების სცენაა ასახული.

ახალგაზრდა ხელოვანმა განმარტა, რომ ქანდაკებაზე მუშაობის სურვილი მას შემდეგ გაუჩნდა, რაც 1944-1945 წლებში ქალებზე ძალადობის საგანგაშო შედეგების შესახებ შეიტყო. სკულპტურა ასეთი შინაარსისაა - საბჭოთა ჯარისკაცი ფეხმძიმე ქალს აუპატიურებს. მოძალადე მსხვერპლს თმაში ძლიერად ჩასჭიდებია და დაშინების მიზნით, ქალის სახეზე პისტოლეტი აქვს მიბჯენილი. ნამუშევარს "Komm Frau" (ქალო, აქ მოდი) ჰქვია და იგი შაბათს საღამოს ქალაქ გდანსკის გამარჯვების მოედანზე დადგეს. მისმა სურვილმა, საკუთარი ნამუშევრით მეორე მსოფლიო ომის მსხვერპლთათვის პატივი მიეგო, არ გაამართლა - პოლონეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, სკულპტურა დღეს დილით მოედნიდან აიღეს; ხელოვანი კი დააპატიმრეს. პოლიციის ოფიციალური წარმომადგენლის, ალექსანდრა სიუვერტის თქმით, "მოქანდაკე დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს".

1944-1945 წლებში საბჭოთა ჯარისკაცებმა მილიონზე მეტი გერმანელი ქალი გააუპატიურეს. საბჭოთა ჯარისკაცები არასრულწლოვან გოგონებსა, თუ მოხუც ქალებს ოჯახის წევრების თვალწინ აუპატიურებდნენ. ბერლინში წითელი არმიელის მემორიალს "უცნობი მოძალადის საფლავი" ქვია.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს