ივანიშვილი ჰუდონჰესზე - "მარტო კაკლის ჩრდილში წამოწოლა გვინდა?"

ივანიშვილი ჰუდონჰესზე - "მარტო კაკლის ჩრდილში წამოწოლა გვინდა?"

ხელისუფლებაში მოსვლამდე, "ქართული ოცნება" დიდი ჰესების მშენებლობის წინააღმდეგი იყო. "არა დიდი ჰესებს!" - ამ ლოზუნგით ერთი წლის წინ დღევანდელი მთავრობა საზოგადოებას გვერდში დგომას ჰპირდებოდა. მაგრამ დღეს სიტუაცია შეცვლილია.

არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მოსახლეობის პროტესტის მიუხედავად, პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ჰუდონჰესის აშენებისა და სვანეთის რიგი სოფლების მოსახლეობისგან დაცლის მომხრეა. მისი განცხადებით, სვანეთში დაძაბულობის პროვოცირებას რამდენიმე ადამიანი ახდენს.

"რთულადაა სიტუაცია სვანეთში, რადგან იქ სოფელი იძირება, მოსახლეობის ნაწილს უწევს გასახლება და მე დღესაც ამას განვიცდი. მაქსიმალურად შევეცდები მომავალშიც მხარში დავუდგე მათ და გავუიოლო ეს ყოფა. ჩვენ რა გვინდა, გვინდა მომავალი შევქმნათ თუ არ გვინდა? მარტო კაკლის ჩრდილში წამოწოლა გვინდა? აი ისე, ანეგდოტი ხომ გახსოვთ? - ასე არ არის. ჩვენ უამრავი ეკომიგრანტი გვყავს, უამრავი სვანი გადასახლდა სვანეთიდან თავისით. ამას ახლა ზედმეტი ტრაგიზმი და დრამატიზირებაც არ სჭირდება. ეს არის ქვეყნისთვის საჭირო. სვანებს ეს ესმით და ქვეყნისთვის უამრავი საქმე აქვთ გაკეთებული. ჩემთვისაც შემოუთვლიათ - თუ იტყვი, რომ ეს ქვეყანას სჭირდება ჩვენ დავდგებით და გავაკეთებთო. იქ არიან პიროვნებები, ვინც ზედმეტად ძაბავს სიტუაციას და ჩვენ ვსწავლობთ, ვერკვევით. ისე გავაკეთებთ, რომ მოსახლეობისთვის იყოს მაქსიმალურად სასარგებლო და გასაგები ეს ყველაფერი, - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა "გურია ნიუსთან" საუბრისას.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა