სამოდელო სახლმა Hermes-მა ველოსიპედის წარმოება დაიწყო

სამოდელო სახლმა Hermes-მა ველოსიპედის წარმოება დაიწყო

ფრანგულმა სამოდელო სახლმა Hermes-მა, რომლის ისტორია საცხენოსნო აღკაზმულობის და აღვირების დამზადებით დაიწყო,  ველოსიპედების პირველი კოლექცია წარმოადგინა.

კომპანიამ ორი ულტრამსუბუქი, ნახშირბადის ბოჭკოებისგან დამზადებული მოდელები - Le Flaneur d'Hermes  და Le Flaneur sportif d'Hermes შექმნა. ველოსიპედს მუქ ნაცრისფერ, თეთრ და წითელ ფერებში გამოუშვებენ. ველოსიპედის დასაჯდომი, სახელური და სხვა დეტალები დაფარულია ხარის ტყავით.

Hermes Horizons-ის განყოფილების ხელმძღვანელმა ფრანსუა დორმა აღნიშნა, რომ ველოსიპედები საფრანგეთში ადგილობრივმა მწარმოებელმა Time-მა შექმნა.

Hermes -ის ახალი ნაწარმი მაღაზიებში ნოემბრიდან გაიყიდება და ის 8100 ევრო ეღირება.

მომზადებულია elle.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს