EBRD-ის პრეზიდენტი: "საქართველოში კარგი ბიზნეს-გარემოა და სჭირდება პოლიტიკური ხედვა"

EBRD-ის პრეზიდენტი: "საქართველოში კარგი ბიზნეს-გარემოა და სჭირდება პოლიტიკური ხედვა"

საქართველოში კარგი ბიზნეს-გარემოა და სჭირდება პოლიტიკური ხედვა. ამის შესახებ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტმა სუმა ჩაკრაბარტიმ "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში განაცხადა.

EBRD-ის პრეზიდენტის თქმით, "საქართველოში ძალიან ღია ბიზნეს გარემოა და კარგი ადგილია იმისათვის, რათა მან გლობალური ეკონომიკური განახლებით სარგებელი ნახოს".

"საქართველოს ნავთობი არ აქვს, მაგრამ ამ ქვეყანას წყლის რესურსი აქვს და შესაბამისად, ჰიდროენერგია მისი მნიშვნელოვანი წყაროა ელექტროენერგიის სხვა ქვეყნებისთვის მისაწოდებლად. ასევე საქართველო ძალიან კარგი რეგიონალური ლოჯისტიკური ცენტრია", - აღნიშნა ჩაკრაბარტიმ და დასძინა, რომ ამ დარგებში ინვესტიციებია საჭირო, რაშიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს დახმარება სურს.

"საქართველოში ახლა მთავარი საკითხი მდგომარეობს იმაში, თუ რამდენად შეძლებს ქვეყანა დაისახოს პოლიტიკური ხედვა, სადაც შიდა პოლიტიკურ დაპირისპირებაზე აქცენტირების ნაცვლად, ეკონომიკური პოლიტიკის შესახებ ეროვნული მიდგომა იქნება წარმოდგენილი, რაც სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიას შორის კონსენსუსის საგანია. სხვა სიტყვებით, იქ კარგი ბიზნეს-გარემოა და სჭირდება პოლიტიკური ხედვა. დარწმუნებული ვარ, რომ თუ საქართველო მართლაც შეძლებს გადალახოს შიდა პოლიტიკური დაპირისპირება და ინვესტიციების მოსაზიდად სამომავლო სტრატეგია დასახოს, ის მართლაც კარგ შედეგს გვაჩვენებს", - განაცხადა ჩაკრაბარტიმ.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ