საქართველოში შესაძლოა, არგენტინული ინვესტიცია განხორციელდეს

საქართველოში შესაძლოა, არგენტინული ინვესტიცია განხორციელდეს

საქართველოში შესაძლოა არგენტინული ინვესტიცია განხორციელდეს. "შერატონ მეტეხი პალასში" საქართველო-არგენტინის ბიზნესფორუმი გაიმართა, რომლის ფარგლებშიც დაიგეგმა ინდივიდუალური და ორმხრივი მოლაპარაკებები არგენტინულ და ქართულ კომპანიებს შორის. ფორუმის ორგანიზატორია საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატა.

არგენტინის დელეგაციის შემადგენლობაში არიან ბენზინ და გაზგასამართი სადგურების აღჭურვილობის, ტექსტილის, ნუშის და თხილის წარმოების, გამათბობელი სისტემების, ფარმაცევტული პრეპარატების, ცხვრის ხორცის პროდუქტის, გასტრონომიული დელიკატესების, თერმული იზოლაციის, ღვინის და სხვა სფეროებში დასაქმებული კომპანიების ხელმძღვანელები.

16 ოქტომბერს არგენტინელი ბიზნესმენები ადგილზე გაეცნობიან ქართული კომპანიების საქმიანობას.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ