"ქალები ამბობენ, რომ ბედნიერები არიან, მაგრამ არ სურთ მათი ბედი ქალიშვილმაც გაიზიაროს"

"ქალები ამბობენ, რომ ბედნიერები არიან, მაგრამ არ სურთ მათი ბედი ქალიშვილმაც გაიზიაროს"

გენდერულ საკითხებს "მერსი ქორფსი" მე-5 წელია იკვლევს. ამ დროის განმავლობაში ჩატარებული კვლევების საფუძველზე იკვეთება, რომ სოფლად მცხოვრებ ქალებს უამრავი პრობლემა აქვთ. "მერსი ქორფსის" გენდერული საკითხების კოორდინატორის, ნინო ლომიძის ინფორმაციით, ყველაზე მთავარი პრობლემებია: მძიმე შრომა, დროისა და განათლების უქონლობა, შეზუდული უფლებები ოჯახში და სხვა.

სოფლად მცხოვრებ ქალებს, ისევე როგორც მამაკაცებს, ხშირად უხდებათ ნაკვეთში მუშაობა, ტომრების ზიდვა და ხვნა-თესვა. დატვირთული დღის განრიგის გამო კი მათთვის მთავარი პრობლემა დროის უქონლობაა. სოფლად მცხოვრებ ქალებს არც  განათლების მიღების საშუალება აქვთ.

კითხვაზე - ბედნიერად მიიჩნევენ თუ არა თავს, თითქმის ყველა ქალი დადებით პასუხს სცემს და ამბობს, რომ ბედნიერია, რადგან ჰყავს ქმარი, შვილები და კარგი ოჯახი. თუმცა კითხვაზე, ისურვებდნენ თუ არა, რომ მათმა ქალიშვილებმაც მათი ბედი გაიზიარონ, პასუხი უარყოფითია. "გვეუბნებიან, მირჩევნია ჩემმა შვილმა კარგი განათლება მიიღოს და კარგ ადგილზე დასაქმდესო", - ამბობს ლომიძე.

შეგახსენებთ, რომ 15 ოქტომბერს მსოფლიოში სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღე აღინიშნა.

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ვრცლად

”სამხრეთის კარიბჭე”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა