ეტლს მიჯაჭვულმა მამაკაცმა 23 წლის შემდეგ პირველად გაიარა

ეტლს მიჯაჭვულმა მამაკაცმა 23 წლის შემდეგ პირველად გაიარა

ინგლისის საგრაფოში, კორნუოლში მცხოვრები 26 წლის ნიკ ქერი 23 წლის შემდეგ პირველად წამოდგა ფეხზე.

საშინელი ტკივილის მიუხედავად, იმის დასტურად, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს, ის ეტლიდან წამოდგა. ნიკი ეტლს 3 წლის ასაკში მიეჯაჭვა, როდესაც ენცეფალიტი დაემართა. ექიმებმა მძიმე დიაგნოზი დაუსვეს - ის ფეხზე დადგომას ვერასდროს შეძლებდა. თუმცა, ყველასთვის მოულოდნელად, ნიკი ძალდატანებით წამოდგა ეტლიდან, ეტლის მკლავებს დაეყრდნო და მეგობრის დახმარებით 65 ნაბიჯი გაიარა.

"ძალიან მტკივნეული იყო. ბევრმა ჩემს დანახვაზე იტირა; ემოციური დღე იყო", - ამბობს ის.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს