გეგუთის ციხეში ორი პატიმარი ათ დღეზე მეტია შიმშილობს

გეგუთის ციხეში ორი პატიმარი ათ დღეზე მეტია შიმშილობს

გეგუთის ციხეში ორი პატიმარი ათ დღეზე მეტია შიმშილობს. პატიმრებმა ზაურ არძენაძემ და გელა შავაძემ პროტესტის უკიდურეს ზომას მას შემდეგ მიმართეს, რაც მძიმე დაავადების და სასჯელის დიდი ნაწილის მოხდის მიუხედავად, პირობით ვადამდე გათავისუფლების კომისიამ ("უდო") უარი უთხრა.

აღნიშნულ ფაქტს, სასჯელაღსრულების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს ხელმძღვანელი ირაკლი კორძაია ადასტურებს, თუმცა მოშიმშილე პატიმრების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კომენტარს არ აკეთებს. "თუ პატიმრები წერილობით დაადასტურებენ თანხმობას სამედიცინო ისტორიის გასაჯაროებაზე, მხოლოდ ამ შემთხვევაში გვექნება უფლება, მოგაწოდოთ ინფორმაცია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ", - აცხადებს კორძაია.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა