ჩინეთში, ხენანის პროვინციაში მცხოვრები ტყუპი დები ტყუპ ძმებზე არიან დაქორწინებულნი.
50 წელია ტყუპი დები - ტიანქინი და შუანგქინი და ტყუპი ძმები - ტიევასი და ჟუბიაო ერთად ბედნიერად ცხოვრობენ. მათ დაქორწინება ადგილობრივი ტრადიციის მიხედვით გადაწყვიტეს - ტყუპების ტყუპებზე ქორწინება ჩინეთში იღბალთან და ბედნიერებასთან ასოცირდება.
"ჩვენს პროვინციაში ყველას სჯერა, რომ ტყუპი ძმების ტყუპ დებზე დაქორწინებას იღბალი მოაქვს. ერთმანეთი ბავშვობაში გავიცანით. ოჯახის წევრები გეგმავდნენ, რომ როდესაც გავიზრდებოდით, დავქორწინებულიყავით", - ამბობენ ტყუპი დები.
ერთ ოჯახს 5 ვაჟი, ხოლო მეორეს - 4 ქალიშვილი ჰყავს.
მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.