დირექტორი მოსწავლეებს უფლებას აძლევს, სკოლის ეზოში, დასვენებაზე სიგარეტი მოწიონ

დირექტორი მოსწავლეებს უფლებას აძლევს, სკოლის ეზოში, დასვენებაზე სიგარეტი მოწიონ

ინგლისში, იორკშირის საგრაფოში მდებარე სკოლა Elmete-ში მოსწავლეებს უფლება აქვთ, შესვენებაზე, სადილის შემდეგ სკოლის ეზოში ჩავიდნენ და სიგარეტი მოწიონ.

მოსწავლეების ასაკი 11-დან 16 წლამდეა. განათლების სამინისტრო ამ ფაქტით დაინტერესდა და სკოლის ადმინისტრაციას კატეგორიულად მოსთხოვა, მსგავსი ქცევა აიკრძალოს, წინააღმდეგ შემთხვევაში დირექტორი და მასწავლებლები ადმინისტრაციული ჯარიმით დაისჯებიან.

სკოლაში 75 მოსწავლე სწავლობს - ყველა მათგანს საზოგადოებაში მოქცევისა და ემოციური პრობლემები აქვთ. მოსწავლეებს უფლებას აძლევენ, გაკვეთილებს შორის შუალედში, დღეში ორჯერ სკოლის სკვერში ჩავიდნენ და მოწიონ. ბავშვთა დაცვის ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ამ გადაწყვეტილებას "არასწორი და არაეთიკური" უწოდეს.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს