ქუცნაშვილი: "ის, ვინც რუსული ენა დააკნინა, თავად არის ჩვენი ყველაზე დიდი მტერი"

ქუცნაშვილი: "ის, ვინც რუსული ენა დააკნინა, თავად არის ჩვენი ყველაზე დიდი მტერი"

ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან შეხვედრა გამართა. კითხვა-პასუხის რეჟიმში გამართულ შეხვედრაზე, სხვა მრავალ საკითხთან ერთად ქუცნაშვილს საქართველოში რუსული ენის სტატუსის შესახებაც კითხეს.

"ის, ვინც ეს ტენდენცია დანერგა, თავად არის ჩვენი ყველაზე დიდი მტერი. პირიქით, უნდა იცოდე მტრის ენა, თუმცა გარემოება, რომ რუსულიც კონკურენტული ენების რიგში დგება, მომწონს, რადგან საბჭოთა კავშირის დროს ლამის მშობლიურადაც კი მიაჩნდათ", - განაცხადა ქუცნაშვილმა.

დეპუტატი ასევე დაინტერესდა, აქვთ თუ არა ურთიერთობა ადგილობრივებს აფხაზეთში მცხოვრებ ახალგაზრდებთან, რაზეც ერთ-ერთმა სტუდენტმა უპასუხა, რომ ეს კომუნიკაცია არსებობს. "აფხაზეთი ძალიან პატარა სივრცეა. იქიდან ვერ გამოდიან, თუმცა სწავლის ჩვენთან გაგრძელების სურვილი აქვთ. იქ არ მოსდევენ ადამიანებს, მაგრამ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის დროს ჯარიმები მოქმედებს", - აღნიშნა თამარ ლატარიამ.

შეხვედრაზე, საპარლამეტო უმრავლესობის წევრმა პატიმართა ამნისტიის, საარჩევნო კანონმდებლობის და დეცენტრალიზაციის შესახებაც ისაუბრა.

იხილეთ ვრცლად

livepress.ge

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა