რა მოხდა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის კაბინეტში?

რა მოხდა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის კაბინეტში?

კასპის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ხათუნა თათანაშვილს კასპის მოქალაქემ დახმრების სათხოვნელად მიაკითხა. თავმჯდომარის მოადგილის კაბინეტში შესული სოციალურად დაუცველი, მისთვის დახმარების სახით თანხის გადაცემის ფაქტს საწერ კალამში დამონტაჟებული ფარული კამერით იღებდა. ქალბატონი 300 ლარის გადაცემას ითხოვდა, რაც ვიდეო-ფირზე უნდა აღბეჭდილიყო.

ხათუნა თათანაშვილი ეჭვობს, რომ მის წინააღმდეგ დანაშაულის პროვოცირების მიზნით გარკვეული ძალები მოქმედებენ. იმის გამო კი, რომ სოციალურად დაუცველი ქალბატონი ნინო ბურჯანაძის საარჩევნო შტაბის წინ დაინახეს, შესაძლოა, პროვოკაცია მათი მოწყობილი იყოს.

სოცილაურად დაუცველი ქალბატონი აცხადებს რომ, ცუდი განზრახვით არ მოქმედებდა. "ხათუნა თათანაშვილი დამპირდებოდა, რომ დამეხმარებოდა და 300 ლარს 6 თვის ქირის გადასახდელად მომცემდა. მე ეს მინდოდა დამეფიქსირებინა, რადგან შემდეგ სამადლობელო სახით გამომექვეყნებინა. ეს კამერა შემთხვევით მატარებელში ვიპოვე, არანაირი ცუდი განზრახვა არ მქონია. უნდათ, რომ ეს ფაქტი გამოიყენონ ვიღაცების წინააღმდეგ. რატომ ამბობს ხათუნა, რომ ეს ნინო ბურჯანაძის შტაბისგან მოდის? მე იქით ვცხოვრობ და გამოვლისას მუდამ იქ მიწევს ჩავლა", - აცხადებს ქალბატონი.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა