მოროშკინა: ”რამდენი ახალგაზრდა უნდა შეეწიროს კიდევ საგზაო შემთხვევას, რომ ზომები მივიღოთ?!”

მოროშკინა: ”რამდენი ახალგაზრდა უნდა შეეწიროს კიდევ საგზაო შემთხვევას, რომ ზომები მივიღოთ?!”

ცნობილი ახალგაზრდა ფოტოგრაფის, ირაკლი ღუღუნიშვილის ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვალებას სასჯელაღსრულების მინისტრის მრჩეველი, ლალი მოროშკინა Facebook-ის საშუალებით ეხმაურება.

”SOS!!! საქართველოს საგზაო წესები და მძღოლების კვალიფიკაცია არ იძლევა მოტოციკლეტისტთა უსაფრთხო გადაადგილების საშუალებას! ამისათვის საჭიროა მეტი ინფორმირებულობა ავტომანქანის მძღოლებისათვის, თუ როგორ მოიქცნენ, როდესაც წინ მოტოციკლეტი "უჭრით" გზას, ხშირად მძღოლები, ინსტიქტურად, მარტივი დედის გინებით ცდილობენ მინიმუმ "წაკრან" "აბეზარას"! ასევე მართებთ განსაკუთრებული წესების ცოდნა თავად მოტოციკლეტის მძღოლებს. რამდენი ახალგაზრდა უნდა შეეწიროს კიდევ საგზაო შემთხვევას, რომ ზომები მივიღოთ???!!!”,  - წერს მოროშკინა.

დღეს თბილისში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 25 წლის ირაკლი ღუღუნიშვილი ემსხვერპლა. შემთხვევა ვაჟა-ფშაველას გამზირზე წუხელ მოხდა. ახალგაზრდა ფოტოხელოვანი მოტოციკლით მოძრაობდა, რა დროსაც მას ავტომობილი დაეჯახა.

ღუღუნიშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებების გამო, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს