შორენა ბეგაშვილი - "გაბოროტებულებო, უსაქმურებო, ტანსაცმელს იმიტომ ვყიდი, რომ ვიღაცას დავეხმარო"

შორენა ბეგაშვილი - "გაბოროტებულებო, უსაქმურებო, ტანსაცმელს იმიტომ ვყიდი, რომ ვიღაცას დავეხმარო"

მსახიობი და ტელეწამყვანი შორენა ბეგაშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე იმ ადამიანებს პასუხობს, რომლებმაც მსახიობი საქველმოქმედო აქციის ორგანიზების გამო გააკრიტიკეს.

"გაბოროტებულებო, უსაქმურებო, ტანსაცმელს იმიტომ ვყიდი, რომ ვიღაცას დავეხმარო და არა ჯიბეში ჩავიდო, პირდაპირ ვის მივუტანო ჩემი კაბები? მოხუცებს? ხო, დარწმუნებული ვარ ურჩევნიათ ფულის მაგივრად ჩემი შლაპა. თუ უკეთესად შეგიძლიათ, თქვენ გააკეთეთ ჩემზე უკეთესად და მერე წერეთ, ეს წერილები. და ეს არ არი ძღინკიანი კაბები)) არც მე ვარ ჰოლივუდის ვარსკვლავი) მე ვარ შორენა და ვეხმარები ამ გზით. მოდით, ჩემთან ერთად ორშაბათს და ისე დაეხმარეთ, როგორც, თქვენ თვლით სწორად", - წერს ბეგაშვილი.

მსახიობმა თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატის დასახმარებლად შვილისა და საკუთარი ტანსაცმლის გაყიდვა დაიწყო.

იხილეთ ასევე: შორენა ბეგაშვილი საქველმოქმედო მიზნით, საკუთარ ტანსაცმელს ჰყიდის

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს