მარია შარაპოვა ბავშვს ელოდება?

მარია შარაპოვა ბავშვს ელოდება?

რუსი ჩოგბურთელი მარია შარაპოვა ბავშვს ელოდევა. შარაპოვას მომავალი შვილის მამა ბულგარეთის პირველი ჩოგანი გრიგორ დიმიტროვია. ამის შესახებ ინფორმაციას ბულგარული მედია ავრცელებს.

შარაპოვა ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ კლინიკას სტუმრობდა, სადაც მედპერსონალმა იცნო. ჟურნალისტებმა დაადგინეს, რომ მარიას ვიზიტი მომდევნო თვეში დაუნიშნეს - ყოველთვიური შემოწმება კი ორსულებისთვის აუცილებელია.

პრესა ასევე ირწმუნება, რომ სწორედ ორსულობა და არა მხრის ტრავმა, გახდა შარაპოვას სტამბოლში წლის დასკვნით ტურნირში მონაწილეობაზე უარის თქმის მიზეზი.

ახლახან, შარაპოვამ დიმიტროვთან დანიშვნის შესახებ გავრცელებული ხმები უარყო.

ჟურნალისტებმა ნიუ-იორკში მოდის ჩვენებაზე შარაპოვას არათითზე ბეჭედი შეამჩნიეს, მაგრამ შარაპოვას თქმით, ბეჭედი, რომელიც საზოგადოებამ საქორწინოდ მიიღო, ჩვეულებრივი საჩუქარია და არა ხელის თხოვნა.

26 წლის შარაპოვასა და მასზე 5 წლით უმცროსი დიმიტროვის რომანის შესახებ ინფორმაცია იანვარში გავრცელდა, როდესაც წყვილი პაპარაცებმა მილანში გამოიჭირეს. თუმცა ბულგარელ ჩოგბურთელთან ურთიერთიბა მარიამ მხოლოდ მაისში აღიარა.

მომზადებულია starslife.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს