800 პაციენტს ოპერაციის შემდეგ სხეულში სამედიცინო იარაღები აღმოუჩინეს - ბოლო 8 წლის შოკისმომგვრელი სტატისტიკა

800 პაციენტს ოპერაციის შემდეგ სხეულში სამედიცინო იარაღები აღმოუჩინეს - ბოლო 8 წლის შოკისმომგვრელი სტატისტიკა

აშშ-ში 800 პაციენტი ოპერაციის შემდეგ ჩარჩენილ სამედიცინო ინსტრუმენტს დღემდე სხეულით ატარებს. ამ მონაცემებს ჯანდაცვის არაკომერციულ ორგანიზაციათა გაერთიანებული კომისია ავრცელებს. ყოფილი პაციენტების ჯანმრთელობა სერიოზული რისკის ქვეშაა.

ორგანიზაციის მიზანია, გამოიკვლიოს ის გარემოებები, რომელთა გამოც წვრილმანი სამედიცინო დანიშნულების ნივთები (ტამპონი, ნემსი, პინცეტი და სხვა) პაციენტთა სხეულში რჩება.

"თუ შესაბამის ზომებს მივიღებთ, ამ შემთხვევების შემცირება შესაძლებელია. ეს იარაღები შესაძლოა, სიკვდილის მიზეზიც გახდეს. ბოლო წლებში ამ მიზეზით 16 ადამიანი გარდაიცვალა", - აცხადებს კომისიის მთავარი ექიმი ანა პუჯოლს მაკი.

2005 წლიდან დღემდე აშშ-ში ოპერაციის შემდგომ სხეულში ზედმეტი საგნის ჩარჩენის 772 შემთხვევა  დაარეგისტრირეს.

მომზადებულია isra.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს