კუ­რი­ო­ზუ­ლი ტრავ­მე­ბი - "ჩემს დას ლიფ­ტში ცხვი­რი მოჰ­ყვა"

კუ­რი­ო­ზუ­ლი ტრავ­მე­ბი - "ჩემს დას ლიფ­ტში ცხვი­რი მოჰ­ყვა"

ტრავ­მის მი­ღე­ბა, რა­საკ­ვირ­ვე­ლი­ა, არ არის სა­სი­ა­მოვ­ნო, მაგ­რამ ზოგ­ჯერ ამ მოვ­ლე­ნას ისე­თი კუ­რი­ო­ზე­ბი და უც­ნა­უ­რი შემ­თხვე­ვე­ბი ახ­ლავს თან, შე­უძ­ლე­ბე­ლი­ა, მა­თი მოს­მე­ნი­სას არ გა­გე­ღი­მოს. თვით და­შა­ვე­ბუ­ლე­ბიც კი ასეთ შემ­თხვე­ვებს მოგ­ვი­ა­ნე­ბით იუ­მო­რით იხ­სე­ნე­ბენ, ამი­ტომ ალ­ბათ არც ერ­თი მათ­გა­ნი არ გვიწყ­ენს, რო­ცა "ყვე­ლა სი­ახ­ლის" მი­ერ შეკ­რე­ბილ რამ­დე­ნი­მე ასეთ ამ­ბავ­ში სა­კუ­თარ თავს ამო­იც­ნობს. სა­ხა­ლი­სო ამ­ბე­ბი კი ძი­რი­თა­დად მთა­ვა­რი გმი­რე­ბის მე­გობ­რებ­მა და ახ­ლობ­ლებ­მა "გა­ამ­ხი­ლეს".

მან­ჩო: "ჩე­მი მე­გო­ბა­რი ახალ სახ­ლში გა­და­ვი­და, სა­ძი­ნებ­ლის კა­რი თურმე გორ­გო­ლა­ჭებიდან ამო­ვარ­დნი­ლი ყოფილა. შეს­ვლის დროს კა­რი გად­მო­ვარ­და და ზედ და­ე­ცა. მას შემ­დეგ კა­რე­ბის მი­მართ პა­ნი­კუ­რი ში­ში გა­უჩ­ნდა და თუ ვინ­მე ახ­ლავს თან, კა­რის გა­ღე­ბას მას სთხოვს.

ია­კო: "ჩემს დას ცხვი­რი ლიფ­ტში მოჰ­ყვა. სა­ა­ვად­მყო­ფო­ში რომ მი­ვიყ­ვა­ნეთ, ექი­მი არ იჯე­რებ­და ლიფ­ტის ამ­ბავს. გა­ო­ცე­ბუ­ლი იყო, ასე­თი პა­ტა­რა ცხვი­რი აქვს და რო­გორ მო­ა­ხერ­ხა მი­სი ლიფ­ტში მო­ყო­ლება­ო"...

თორ­ნი­კე: "ჩვენს სო­ფელ­ს მტა­ცე­ბე­ლი ცხო­ვე­ლე­ბი არ ეტანებიან, მაგ­რამ დი­დი თოვ­ლი იდო და ახ­ლომ­დე­ბა­რე ტყი­დან სოფ­ლის ჭა­ლებ­ში ორი მგე­ლი ჩა­მო­ვი­და. ჭა­ლა ჩე­მი სახ­ლის ქვე­მო­თაა და სა­ღა­მოს პირ­ზე მგლებ­მა რომ და­იყ­მუვ­ლეს, ჩვე­ნი ორი ძაღ­ლი­დან ვერც ერთს ვე­ღარ მოვ­კა­რით თვა­ლი. მოგ­ვი­ა­ნე­ბით სა­წო­ლის ქვეშ ვი­პო­ვეთ შე­ყუ­ჟუ­ლე­ბი. მე და ჩე­მი ძმა მო­ნა­დი­რე­ე­ბი ვართ, ხში­რად ვნა­დი­რობთ, ამი­ტომ მა­მა­ჩემ­მა მაგ­რად დაგ­ვცი­ნა, რა მო­ნა­დი­რეე­ბი ხართ, მგლე­ბი ლა­მი­საა სახ­ლში შე­მო­გვიც­ვივ­დნენ, თქვენ კი შინ იმა­ლე­ბი­თო. მის­მა სიტყ­ვებ­მა ჩვენს "მო­ნა­დი­რულ თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბა­ზე" იმო­ქ­მე­და და გა­დავ­წყვი­ტეთ, მგლებს ჩავ­საფ­რე­ბო­დით. დი­ლის ხუთ სა­ათ­ზე თო­ფე­ბით შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლე­ბი სა­ში­ნელ სიბ­ნე­ლე­სა და ყინ­ვა­ში გა­ვე­დით. ჩა­საფ­რე­ბის­თვის ორი ად­გი­ლი ამო­ვირ­ჩი­ეთ და გავ­ნა­წილ­დით. მარ­ტო რომ დავ­რჩი, სიბ­ნე­ლემ, ცო­ტა არ იყოს, და­მაფ­რთხო და ხე­ზე ავ­ძვე­რი. რამ­დე­ნი­მე წუ­თის შემ­დეგ, არ ვი­ცი რო­გორ, მაგ­რამ თო­ფის ლუ­ლა­ზე ენა მო­მიხ­ვდა და ზედ მი­მე­ყი­ნა. ვე­ღარ ვა­შო­რებ­დი, ვერც ჩემს ძმას ვე­ძახ­დი საშ­ვე­ლად. ყინ­ვა კი უმა­ტებ­და და უმა­ტებ­და. რამ­დე­ნი­მე­სა­ა­თი­ა­ნი ამაო ლო­დი­ნის შემ­დეგ ჩემ­მა ძმამ ჩა­საფ­რე­ბის ად­გი­ლი მი­ა­ტო­ვა და მო­მა­კითხ­ა. რო­ცა და­ი­ნა­ხა, რა დღე­ში ვი­ყა­ვი, იმის მა­გივ­რად, რომ მომ­შვე­ლე­ბო­და, ის­ტე­რი­კუ­ლი სი­ცი­ლი აუ­ვარ­და. მე­რე თო­ფის ლუ­ლა სან­თე­ბე­ლით შე­ვათ­ბეთ და ძლივს მო­ვა­ცი­ლე ენა. ყინ­ვის­გან ისე­თი და­შუშ­ხუ­ლი მქონ­და, რამ­დე­ნი­მე კვი­რა ნორ­მა­ლუ­რად ვერ ვჭამ­დი".

ნო­და­რი: "ჩე­მი თა­ნამ­შრო­მე­ლი სა­ნა­დი­როდ წა­ვი­და. ნაწ­ვი­მა­რი იყო და ნა­მი­ან ბა­ლახ­ზე ფე­ხი აუს­რი­ალ­და. მის ბე­დად, იქ­ვე ზღარ­ბი ყო­ფი­ლა და ზედ და­ე­ცა. საწყ­ა­ლი ზღარ­ბი, რა თქმა უნ­და, ამ­ხე­ლა მა­სის და­ცე­მის­გან იქ­ვე მოკ­ვდა, მაგ­რამ არც ჩე­მი მე­გო­ბა­რი აღ­მოჩ­ნდა უკე­თეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში. საკ­მა­ოდ დიდ­ხანს იშუ­შებ­და ზღარ­ბის ეკ­ლე­ბის­გან მი­ყე­ნე­ბუ­ლ ჭრი­ლო­ბებს".

ექი­მი ლე­ვან ბე­რი­ძე: "პენ­სი­ა­ზე გას­ვლამ­დე ბევ­რი კუ­რი­ო­ზუ­ლი შემ­თხვე­ვა მქო­ნი­ა. მთლად კუ­რი­ო­ზულს ვერც და­ვარ­ქმევ, რად­გან საქ­მე ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბა­სა და სი­ცოცხ­ლეს ეხე­ბო­და, თუმ­ცა ზო­გი­ერ­თი პა­ცი­ენ­ტი ისე­თი უც­ნა­უ­რი ტრავ­მით მო­სუ­ლა და ისე­თი უც­ნა­უ­რი რამ შემ­თხვე­ვი­ა, ღი­მი­ლის გა­რე­შე ვერ გა­იხ­სე­ნებ. ერთ-ერ­თმა ჩემ­მა პა­ცი­ენ­ტმა ქორ­წილ­ში შემ­წვა­რი გო­ჭის პი­რი­დან ბო­ლო­კი გა­მო­ი­ღო და გო­ჭის პა­რო­დი­ის გა­კე­თე­ბა სცა­და. სწო­რედ ამ დროს მთლი­ა­ნი ბო­ლო­კი გა­დას­ცდა და კი­ნა­ღამ და­იხ­რჩო...

მარი ონეზაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს