ახალ შრომის კოდექსში ადმინისტრირება გამარტივდება და გადამხდელის უფლებები იზრდება

ახალ შრომის კოდექსში ადმინისტრირება გამარტივდება და გადამხდელის უფლებები იზრდება

ახალ შრომის კოდექსში ადმინისტრირება გამარტივდება და გადამხდელის უფლებები იზრდება. ამის შესახებ ფინანასთა მინისტრი ნოდარ ხადური აცხადებს.

"საქართველოს მთავრობა განიხილავს საკმაოდ სქელტანიან დოკუმენტს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ, რომელიც ვფიქრობ, პარლამენტს მომავალ კვირას წარედგინება. ეს ემსახურება იმას, რომ ადმინისტრირება უფრო გამარტივდეს და გადამხდელის უფლებები კიდევ უფრო გაიზარდოს. როგორც კი ინფორმაციას მივიღებ, რომ მთავრობამ ეს დოკუმენტი მოიწონა, შევეცდები, ძალიან მოკლედ მისი ძირითადი ასპექტები მოგახსენოთ", - განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, მიმდინარე წელი, მიუხედავად გარკვეული პროცესებისა - როგორც პოლიტიკურის, ისე ეკონომიკურის, მნიშვნელოვანი რეფორმების წელი იყო, მათ შორის - სოციალური თვალსაზრისით.

ხადურის განცხადებით,"საგადასახადო სფეროში საინტერესო რეფორმები განხორციელდა და უფრო მეტი იგეგმება".

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ