მოკლევადიანი ურთიერთობებისთვის ქალები ხმის დაბალი ტემბრის მქონე მამაკაცებს ირჩევენ

მოკლევადიანი ურთიერთობებისთვის ქალები ხმის დაბალი ტემბრის მქონე მამაკაცებს ირჩევენ

მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ქალები მოკლევადიანი ურთიერთობებისთვის ხმის დაბალტემბრიან მამაკაცებს ირჩევენ.

მაკმასტერის უნივერსიტეტის დოქტორ ჯილიან ოკონორის განცხადებით, ექპერიმენტმა, რომელშიც 87 ქალი მონაწილეობდა, აჩვენა: ქალები ხმის სიმაღლის მიხედვით ღალატისკენ მიდრეკილ მამაკაცებს არჩევენ.

ექსპერიმენტის მსვლელობისას ქალებს მოეთხოვებოდათ მამაკაცი ხანგრძლივი და მოკლევადიანი ურთიერთობებისთვის აერჩიათ. შედეგად გაირკვა, რომ ხმის დაბალი ტემბრის მქონე მამაკაცებს ქალები მოკლევადიანი ურთიერთობებისთვის ირჩევდნენ, რადგან მათ ღალატისკენ მიდრეკილებად თვლიდნენ და პირიქით.

ხმის მიხედვით სასურველი მამაკაცის შერჩევის უნარი - ადაპტური ევოლუციური მექანიზმია, დარწმუნებულნი არიან სპეციალისტები.

მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ ტელეფონზე საუბრისას მამაკაცები უფრო ხმამაღლა საუბრობენ და ცდილობენ, ქალის ტემბრს მოერგონ. მაგრამ ეს მხოლოდ სასიყვარულო პარტნიორებს შეეხებოდათ. იმავე სქესის მეგობრებთან ცვლილება არ ხდებოდა.

The Daily Mail

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს