დე­დოფ­ლის­წყა­როს ანო­მა­ლია - 5 წლის ბავ­შვში მა­მა­კა­ცის სუ­ლი ჩა­სახ­ლდა?!

დე­დოფ­ლის­წყა­როს ანო­მა­ლია - 5 წლის ბავ­შვში მა­მა­კა­ცის სუ­ლი ჩა­სახ­ლდა?!

დე­დოფ­ლის­წყა­როს რა­ი­ო­ნის ერ­თ-ერთ სო­ფელ­ში მომ­ხდარ­მა უც­ნა­ურ­მა შემ­თხვე­ვამ ად­გი­ლობ­რი­ვებ­ში დი­დი აჟი­ო­ტა­ჟი გა­მო­იწ­ვი­ა. რო­გორც ამ­ბო­ბენ, 4 წლის წინ 5 წლის ბი­ჭუ­ნა გ. პ. მო­უ­ლოდ­ნე­ლად ზრდას­რუ­ლი მა­მა­კა­ცის ენით ალა­პა­რაკ­და. პა­ტა­რა ამ­ბობ­და, რომ ის ბა­თუ­მე­ლი­ა, ავა­რი­ა­ში მოყ­ვა, რის შედე­გა­დაც თა­ვი და­უ­შავ­და, ჰყავს ცოლ­-შვი­ლი, აქვს დი­დი სახ­ლი და ძა­ლი­ან ბევ­რი ფუ­ლი, ის კი არა­და, გი­ორ­გის ისიც უთ­ქვამს, 80 ათას დო­ლარს ბან­კში ვი­ნა­ხა­ვო.

ოჯა­ხის ახ­ლობ­ლე­ბის გად­მო­ცე­მით, გი­ორ­გი იმ კა­ცის მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნის ნო­მერ­საც ამ­ბობ­და. ბიჭს მშობ­ლებ­მა ამის გა­მო თურ­მე ბავ­შვებ­თან თა­მა­შიც აუკ­რძა­ლეს. თუ სო­ფელ­ში გავ­რცე­ლე­ბულ ხმებს და­ვუ­ჯე­რებთ, გ.პ-ს მშობ­ლებ­მა აღ­ნიშ­ნულ ნო­მერ­ზე და­რე­კეს, აღ­მოჩ­ნდა, რომ ნო­მე­რი მარ­თლაც იმ პირს ეკუთ­ვნო­და, რო­მელ­ზეც ბავ­შვი ამ­ბობ­და, უფ­რო მე­ტიც - თურ­მე ბა­თუ­მე­ლი მა­მა­კა­ცი, გვა­რად ჯა­ფა­რი­ძე, სწო­რედ მა­შინ გარ­დაც­ვლი­ლა, რო­ცა გ.პ და­ი­ბა­და. გ.პ-ს ოჯა­ხის წევ­რე­ბი ამ ამ­ბავს მა­ლა­ვენ. მომ­ხდარ­ზე სოფ­ლის მო­სახ­ლე­ო­ბაც აღარ ლა­პა­რა­კობს. რო­გორც ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში ერ­თ-ერ­თმა ად­გი­ლობ­რივ­მა გა­ნაცხ­ა­და, გ.პ-ს ოჯახ­ში მომ­ხდა­რი ამ­ბა­ვი მას შემ­დეგ გახ­და ყვე­ლას­თვის ცნო­ბი­ლი, რო­ცა რე­ლი­გი­ის მას­წავ­ლე­ბელ­თან მი­ვი­და და დახ­მა­რე­ბა სთხო­ვა. მისი რჩე­ვით, მშობ­ლებ­მა ბავ­შვი მოძღ­ვარ­თან მი­იყ­ვა­ნეს, პა­ტა­რას სის­ტე­მა­ტუ­რად ატა­რებ­დნენ ეკ­ლე­სი­ა­ში, აზი­ა­რებ­დნენ და დღეს ის ჩვე­უ­ლებ­რი­ვად გა­ნაგ­რძობს ცხოვ­რე­ბას.

მა­ნა­ნა კ. (სკო­ლის დი­რექ­ტო­რი, სა­დაც ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი ბავ­შვი სწავ­ლობს): გ.პ. ახ­ლა მე­ოთხე კლა­სის მოს­წავ­ლე­ა, ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რი და აზ­რი­ა­ნი ბავ­შვი­ა, არა­ფე­რი უც­ნა­უ­რი მას არ ეტყ­ო­ბა, მხო­ლოდ იმით გა­მო­ირ­ჩე­ვა თა­ნა­ტო­ლე­ბის­გან, რომ ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რი და კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რია.

- შე­ვიტყ­ვეთ, რომ ბავ­შვის ბე­ბი­ამ რე­ლი­გი­ის მას­წავ­ლე­ბელს სთხო­ვა რჩე­ვა და აქე­დან გახ­და ეს ამ­ბა­ვი ცნო­ბი­ლი...

- ვე­რა­ფერს გეტყ­ვით. რე­ლი­გი­ის მას­წავ­ლე­ბე­ლი არც მა­შინ მუ­შა­ობ­და და არც ახ­ლა მუ­შა­ობს ჩვენს სკო­ლა­ში. მხო­ლოდ ის ვი­ცი, რომ ბავ­შვმა თა­ნა­ტო­ლებ­თან თქვა, ბა­თუმ­ში სახ­ლი და ბევ­რი ფუ­ლი მაქ­ვსო, აქე­დან გავ­რცელ­და ალ­ბათ ეს ჭო­რი. ბავ­შვებს მდი­და­რი ფან­ტა­ზია აქვთ და შე­იძ­ლე­ბა ფან­ტა­ზი­ის ნა­ყო­ფი იყო ის, რაც მან ბავ­შვებს უთხ­რა. ეს უკ­ვე მი­ვიწყ­ე­ბუ­ლი ამ­ბა­ვი­ა, მას ყო­ველ­დღე ვხე­დავ და უც­ნა­ურს ვე­რა­ფერს ვატყ­ობ.

- გინ­დათ თქვათ, რომ ეს მხო­ლოდ ჭო­რი­ა?

- ჭო­რი კი არა, ბავ­შვის ფან­ტა­ზია იყო, მან რა­ღა­ცა თქვა და ხალ­ხმა გა­ავ­რცე­ლა. მას შემ­დეგ არა­ფე­რი ყო­ფი­ლა. რო­გორც თქვენ გაქვთ გა­გე­ბუ­ლი ეს ამ­ბა­ვი, მეც ისე ვი­ცი, მშობ­ლებ­საც ვერ ვე­სა­უბ­რე ამ თე­მა­ზე, რად­გან ძა­ლი­ან გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლი იყ­ვნენ.

ნა­ნა კენ­ჭა­ძე (პა­რაფ­სი­ქო­ლო­გი): - ხდე­ბა ხოლ­მე ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბი, რე­ინ­კარ­ნა­ცი­უ­ლი მო­­მენ­ტია ეს და შე­საძ­ლე­ბე­ლია ერ­თი ადა­მი­ა­ნის სუ­ლი ჩა­სახ­ლდეს მე­ო­რე­ში. წა­კითხ­უ­ლი მაქვს ამის შე­სა­ხებ, მსგავ­სი შემ­თხვე­ვე­ბი ჯერ კი­დევ წი­ნა სა­უ­კუ­ნე­ებ­ში ხდე­ბო­და და ძველ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში კარ­გად არის გა­შიფ­რუ­ლი, რა­საც თა­ნა­მედ­რო­ვე ავ­ტო­რე­ბიც იმე­ო­რე­ბენ. ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოვ­ლე­ნა­ა.

თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს