ეთნიკური უმცირესობები პრეზიდენტობის კანდიდატების პროგრამებში

ეთნიკური უმცირესობები პრეზიდენტობის კანდიდატების პროგრამებში

2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, ამომრჩევლებისთვის შექმნილ საინფორმაციო ვებ პორტალ presidenti.ge-ზე, საპრეზიდენტო კანდიდატებისთვის დასმული 20 აქტუალური და მნიშვნელოვანი საკითხიდან ერთ-ერთი ეთნიკური უმცირესობის თემაა. რა პოლიტიკის გაატარებდით ეთნიკურ უმცირესობების უფლებათა დაცვისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში მათი მეტი ინტეგრაციისათვის? - ამ კითხვაზე რადიკალურად განსხვავებული არ არის კანდიდატების პასუხები. უმრავლესობის აზრით, ეროვნულ უმცირესობებს აუცილებლად სჭირდებათ ინტეგრაცია და სახელმწიფო ენის შესწავლა, ასევე აუცილებელია მათი უფლებების დაცვა.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი დავით ბაქრაძე ამტკიცებს, რომ სახელმწიფო პოლიტიკა შემწყნარებლობას, სამართლიანობასა და პლურალიზმს უნდა ეფუძნებოდეს. ნინო ბურჯანაძე, სხვა კანდიდატების მსგავსად, ინტეგრაციის საფუძვლად ქართული ენის ცოდნას მიიჩნევს. "ეროვნული, კულტურული, რელიგიური მრავალფეროვნება ჩვენი მთავარი სიმდიდრეა", - ასე გამოხატავს თავის ხედვას "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი. გიორგი თარგამაძის საარჩევნო პროგრამაში სახელმწიფო ენის სწავლების დაფინანსებაზეა ხაზი გასმული.

შალვა ნათელაშვილი ერთი ფრაზით აღწერს თავის პოლიტიკას და ეთნიკურ უმცირესობებს მათი უფლებების დაცვას სთავაზობს, "ისევე, როგორც დანარჩენებს". კანდიდატი თეიმურაზ მჟავია საქართველოს ერთადერთ ეთნიკურ უმცირესობად აფხაზებს მიიჩნევს, ხოლო საქართველოს არაქართველ მოსახლეობას ნაციონალურ "დიასპორებს" უწოდებს. თეიმურაზ ბობოხიძე კი თავის პროგრამაში ეროვნულ უმცირესობებს ადანაშაულებს, რომ მათ უბრალოდ არ უნდათ სახელმწიფო ენის სწავლა, საწყის დონეზეც კი.

იხილეთ ვრცლად

”სამხრეთის კარიბჭე”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა