4 წლის გოგონაზე მოძალადე მამაკაცს ჩაქოლვით ემუქრებიან

4 წლის გოგონაზე მოძალადე მამაკაცს ჩაქოლვით ემუქრებიან

კახეთში, 4 წლის გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით დაკავებულ 67 წლის მამაკაცს თანასოფლელები ჩაქოლვით ემუქრებიან. მოსახლეობა ითხოვს, რომ 6 თვიანი პატიმრობის შემდეგ, რომლის ვადაც 11 დეკემბერს გადის, მამაკაცი სოფელში არ გამოჩნდეს. ადგილობრივების ვარაუდით, დაკავებამდე მამაკაცი სხვა არასრულწლოვნებზეც ძალადობდა. 

სასამართლოს გადაწყვეტილებას უსამართლოს უწოდებენ დაზარალებული გოგონას ოჯახის წევრები. მათი თქმით, მოძალადე უფრო მკაცრად უნდა დასჯილიყო.

შეგახსენებთ, რომ გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1948 წელს დაბადებული მამაკაცი არასრულწლოვანის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით 11 ივნისს დააკავეს.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა