ქალი, რომელიც ალკოჰოლით "ორსულდება"

ქალი, რომელიც ალკოჰოლით "ორსულდება"

ინგლისში, იორკშირის საგრაფოში მცხოვრები 35 წლის ქალი, ჯო ალკოჰოლზე დამოკიდებულია და ღვიძლის ცეროზის დაავადების გამო 9 თვის ფეხმძიმის მუცელი აქვს.

ყველა ფიქრობს, რომ ქალი ორსულადაა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში ადგილს უთმობენ. ჯო ამ უხერხულობის გამო თავს ძალიან ცუდად გრძნობს და ხალხის ერიდება. ალკოჰოლისადმი გადაჭარბებულმა სიყვარულმა ქალის ღვიძლს სერიოზული ზიანი მიაყენა. პაციენტის მუცლის ღრუ სითხით ივსება და მუცელზე ვენები ეჭიმება. ის იძულებულია 3 კვირაში ერთხელ საავადმყოფოში მივიდეს, რათა ექიმებმა სითხე ამოიღონ.

ჯო ალკოჰოლის მსხვერპლი მას შემდეგ გახდა, როდესაც ბარში მუშაობა დაიწყო. მთელი დღე ალკოჰოლური სასმელებით იყო გარემოცული და ცდუნებას ვერ გაუძლო. 5 წლის განმავლობაში ყოველ დღე 3 ბოთლ წითელ ღვინოს სვამდა, რამაც სავალალო შედეგი გამოიღო.

ექიმები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში 30 წლამდე ახალგაზრდების ალკოჰოლზე დამოკიდებულების სტატისტიკაზე და საგანგაშო შედეგებზე საუბრობენ.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს