ამერიკელმა მეცნიერებმა თმის "ნულიდან" გაზრდა ისწავლეს

ამერიკელმა მეცნიერებმა თმის "ნულიდან" გაზრდა ისწავლეს

ამერიკელმა მკვლევარებმა სიმელოტის მკურნალობის ახალი მეთოდი შეიმუშავეს, რომელიც თმის გადანერგვას არ მოითხოვს.

კოლუმბიის უნივერსიტეტის მეცნიერისა და მკვლევართა ჯგუფის ხელმძღვანელის ანჟელა კრისტიანოს თქმით, სიმელოტის მკურნალობა ახალი თმის ფოლიკულების ზრდითაა შესაძლებელი.

"ჩვენი მეთოდი დონორის მხოლოდ რამდენიმე ასეული თმის გამოყენებით ახალი თმის ფოლიკულების შექმნასა და უკვე არსებულის აღდგენის საშუალებას იძლევა.  ტრანსპლანტაცია ხელმისაწვდომი შეზღუდული რაოდენობის ფოლიკულების მქონე ადამიანებისთვის იქნება, ასე მაგალითად, გამელოტებისას ან ნაწიბურებისა და დამწვრობის გამო თმის დაკარგვისას",-ამბობს კრისტიანო.

მეთოდი, ახალი თმის "წყაროდ" პაპილარული უჯრედების გამოყენებას ეფუძნება, რომლებიც ქსოვილში თმის დაკარგვის შემდეგაც რჩება. ეს უჯრედები კანის ღეროვანი უჯრედებიდან ახალი ფოლიკულის ფორმირებას იწყებენ.

ადრე ეს მეთოდი მხოლოდ თაგვებზე ამართლებდა, მაგრამ მეცნიერებმა უიღბლობის მიზეზებში გარკვევა შეძლეს.

მომზადებულია РИА Новости-ის მხიედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს