პოლიციელებმა მძღოლი დაიჭირეს, რომელიც 40 წელი მართვის მოწმობის გარეშე დადიოდა

პოლიციელებმა მძღოლი დაიჭირეს, რომელიც 40 წელი მართვის მოწმობის გარეშე დადიოდა

ბრიტანეთის საგზაო პოლიციამ მამაკაცი დააკავა, რომელიც ავტომობილს მართვის მოწმობის გარეშე მართავდა. როგორც სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა გაარკვიეს, მას მართვის მოწმობა 40 წლის მანძილზე არ ჰქონდა.

პოლიციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მძღოლი ბირმინგემის რაიონში დილით, 9:40 სთ-ზე გააჩერეს. დოკუმენტების შემოწმებისას გაირკვა, რომ იგი 40 წელი მართვის მოწმობის გარეშე დადიოდა.

გარდა აღნიშნული საბუთისა, მას ავტომობილის სავალდებულო დაზღვევაც არ ჰქონდა. პოლიციელები იძულებულნი გახდნენ, მძღოლისთვის ავტომობილი ჩამოერთვათ და საჯარიმო სადგომზე გადაეყვანათ.

თავად უიღბლო მძღოლი 1000-ფუნტიან ჯარიმას გადაიხდის და მართვის უფლებას 2 წელი დაკარგავს, თუმცა მის მდგომარეობაში, ეს საშინელი სასჯელი არაა.

მომზადებულია Mirror-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს