გიორგი მარგველაშვილის შტაბის პიარ-სამსახურის ხელმძღვანელი შალვა რამიშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე დიღმის რეზიდენციიდან პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადასვლად ეხმაურება.
"ნივთებს ალაგებს და პეტლიჩკა მაინც უკეთია. ეგ ბოროტი ჩიტი საკუთარ პანაშვიდზეც პეტლიჩკით იქნება წარმოდგენილი...", - წერს რამიშვილი და ვიდეოჩანაწერს იზიარებს, სადაც დიღმის სახლიდან პრეზიდენტის გადაბარგების კადრებია გადაღებული.
საქართველოს პრეზიდენტმა დიღმის რეზიდენციას გუშინ დატოვა. საქართველოს პრეზიდენტი დიღომში მდებარე რეზიდენციაში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა, რომელიც პრეზიდენტისთვის მთავრობის მიერ იყო დაქირავებული. გავრცელებული ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი მეუღლესთან ერთად საცხოვრებლად ზანდუკელის ქუჩაზე გადადის.
იხილეთ ასევე: მიხეილ სააკაშვილი რეზიდენციიდან გადაბარგებას იწყებს
