ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრეს 7 ნათლია ეყოლება

ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრეს 7 ნათლია ეყოლება

კემბრიჯის ჰერცოგინია ქეით მიდლტონისა და პრინც უილიამის პირველ ვაჟს, ჯორჯს 7 ნათლია ეყოლება.

ბრიტანეთის ტახტის 3 თვის მემკვიდრეს ლონდონში მდებარე სენტ ჯეიმსის სასახლეში მონათლავენ. პრესისთვის ცნობილია ნათლიების ვინაობა. პატარას მონათვლის პატივი ერგოთ ოლივერ ბეიკერს, ემილია ჯარდინ-პეტერსონს, ეარლ გროსვენორს, ჯეიმი ლოვთერ-პინკერტონს, ჯულია სამუელს, უილიამ ვან კუტსემსა და ზარა ფილიპსს.

ნათლობას ოჯახის წევრები, ნათესავები და უახლოესი მეგობრები დაესწრებიან.

ასევე იხილეთ:

"სამეფო წყვილის" ფოტოები აბაზანაში

ახალშობილთან ერთად (+17 ფოტო)

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს