სენსაცია დიასახლისებისთვის: რობოტი, რომელიც სახლს დამოუკიდებლად ალაგებს

სენსაცია დიასახლისებისთვის: რობოტი, რომელიც სახლს დამოუკიდებლად ალაგებს

დიასახლისებისთვის ყველაზე შრომატევადი სახლის დალაგებაა: მტვრის დაწმენდა, მინებისა და სარკეების გასუფთავება, ხალიჩის მოწესრიგება. განსაკუთრებით, სააბაზანოს, ტუალეტისა და სამზარეულოს მოწესრიგებაა რთული.

თუმცა, თანამედროვე ელექტრონული დიზაინის კონკურსის გამარჯვებული პროექტის The Mab-ის წყალობით, ეს პრობლემა ადვილად მოგვარდება. კოლუმბიელი დიზაინერი ადრიან პერეზ ზაპატა საზოგადოებას ინოვაციურ მოწყობილობას სთავაზობს - რობოტი, რომელშიც პაწაწინა რობოტებია დამონტაჟებული. დიასახლისს მხოლოდ ღილაკზე ხელის დაჭერა მოუწევს და ოთახი რამდენიმე წამში პატარა რობოტებით აივსება, რომელიც ძირითად ტექნიკასთან იქნება დაკავშირებული. რამდენიმე რობოტი ჰაერში გადაადგილდება და ყველა წერტილიდან მტვერს შეისრუტავს.

"უნივერსიტეტის ბაღში ვიყავი, როდესაც მსგავსი პროექტის გაკეთების იდეა გამიჩნდა. ვხედავდი, როგორ დაფუსფუსებდნენ ფუტკრები ყვავილზე. წარმოიდგინეთ, დიასახლისი გვერდითა ოთახიდან უყურებს, როგორ ასუფთავებენ მინი რობოტები ბინას. ჩემი პროექტის მიზანია, ქალებს შრომა შევუმსუბუქო", - ამბობს დიზაინერი.

ჯერჯერობით უცნობია, როდის დაიწყება პროექტზე მუშაობა.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს