მამამ 5 წლის ვაჟის საქართველოს ნაკრებში თამაშზე დადო - 100 000-იანი ფსონი!

მამამ 5 წლის ვაჟის საქართველოს ნაკრებში თამაშზე დადო - 100 000-იანი ფსონი!

Sportall.ge

ახლახან უელსის ნაკრებში დებიუტი 16 წლის ჰარი უილსონს ჰქონდა და როგორც შემდეგ გაირკვა, ამით მისმა პაპამ პიტ ედვარდსმა საბუკმეკერო კანტორა "უილიამ ჰილში" 125 ათასი ფუნტი მოიგო.

თურმე, ედვარდსმა 2000 წელს, როდესაც მისი შვილიშვილი ჯერ სულ რაღაც ორი წლის იყო, ცნობილ კანტორაში გააკეთა ფსონი - "ერთ დღეს ჩემი შვილიშვილი ჰარი უელსის საფეხბურთო ნაკრებში ითამაშებს".

და აი, მაგალითი საქართველოშიც გადაიღეს - 23 ოქტომბერს, 5 წლის საბა ჭრელაშვილის მამამ მსგავსი ინიციატივით ტოტალიზატორ "ევროპა-ბეთს" მიმართა და განათავსა ფსონი 100 ლარის ოდენობით, რომ 2028 წელს, მისი შვილი ითამაშებს საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებში.

იმ შემთხვევაში თუ საბას ოჯახის ვარაუდი გამართლდა, მას გადაეცემა 100 000 ლარი მოგების სახით.

ასევე იხილეთ: როგორ დადო ბაბუამ 2 წლის შვილიშვილზე 50 ფუნტი და 125 ათასი მოიგო

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს