ერთადერთი ადგილი მსოფლიოში, სადაც განუწყვეტლივ წვიმს

ერთადერთი ადგილი მსოფლიოში, სადაც განუწყვეტლივ წვიმს

ინდოეთში, მეგჰალაიას შტატის სოფელ მავსინრამში განუწყვეტლივ წვიმს.

თვეები ისე გადის, ადგილობრივებს მზის დანახვა ენატრებათ. გადაუღებელი წვიმის გამო ქუჩაში ყოველთვის ნიაღვრებია და წყალი სახლებშიც შედის. მათ შინაური ცხოველებისთვის სპეციალური თავშესაფარი აქვთ მოწყობილი, რათა საქონელი წყალმა არ დაახრჩოს. ადგილობრივები სახლიდან ქოლგის გარეშე არასდროს გადიან - დღის განმავლობაში აუცილებლად კოკისპირულად იწვიმებს. ეს სოფელი მსოფლიოში ყველაზე ნესტიანი ადგილია.

სოფელში დეკემბრიდან თებერვლამდე მშრალი სეზონია - ამ დროს ადგილობრივებისთვის ყველაზე დიდი პრობლემა უწყლობაა. მათ წყალი არც დასალევად აქვთ და არც გასარეცხად. მავსინრამში ყველაზე მაქსიმალური ტემპერატურა 20 გრადუსია.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს