პრეზიდენტობის რომელ კანდიდატს გაუმასპინძლდა პატრიარქის ქორეპისკოპოსი მეუფე თეოდორე?

პრეზიდენტობის რომელ კანდიდატს გაუმასპინძლდა პატრიარქის ქორეპისკოპოსი მეუფე თეოდორე?

სამცხე-ჯავახეთს პრეზიდენტობის 23 კანდიდატიდან, მხოლოდ 4 ეწვია: დავით ბაქრაძე, გიორგი მარგველაშვილი, ნინო ბურჯანაძე და შალვა ნათელაშვილი. თუმცა, მათგან მხოლოდ მარგველაშვილი მოხვდა პატრიარქის ქორეპისკოპოსთან, მეუფე თეოდორესთან ტრაპეზზე.

ახალციხის მოსახლეობასთან შესახვედრად მარგველაშვილი პირველად 12 სექტემბერს ჩავიდა და შეხვედრები მეუფე თეოდორეს მიერ გამათული ტრაპეზით დაასრულა. ამ ტრაპეზის შესახებ, ახალციხეში "ქართული ოცნების" შტაბის ხელმძღვანელი მალხაზ ჟუჟუნაძე ამომრჩეველთან სიამაყით საუბრობდა. "იმდენად უბრალო ადმიანია ბატონი გიორგი, რეზიდენციაში გაშლილ სუფრასთან ხელით მიირთვა. იმიტომ კი არა, რომ იქ დანა-ჩანგალი არ ეწყო, ან მათი გამოყენება არ იცოდა, არა, ამით მან თავისი უბრალოება გამოხატა", - განაცხადა 5 ოქტომბერს ჟუჟუნაძემ ამომრჩეველთან მესხეთის თეატრში შეხვედრისას.

"ოცნების" კანდიდატი სამცხე-ჯავახეთს მეორედ, 15 ოქტომბერს სტუმრობდა, ამჯერად ნინოწმინდის, ახალქალაქისა და ადიგენის მცხოვრებლებთან შესახვედრად. ადიგენიდან მარგველაშვილი სოფელ უდეში წავიდა, თუმცა მოსახლეობასთან შეხვედრა არ გაუმართავს და უდეს ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში მიტროპოლიტ თეოდორესთან ერთად იტრაპეზა.

როგორც ბურჯანაძისა და ბაქრაძის ახალციხის შტაბებში აცხადებენ, მათი პრეზიდენტობის კანდიდატები მეუფე თეოდორეს არ მიუწვევია.

იხილეთ ვრცლად

”სამხრეთის კარიბჭე”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა