რატომ მონათლეს ბრიტანეთის პრინცი მაქმანებიანი ნათლობის კაბით

რატომ მონათლეს ბრიტანეთის პრინცი მაქმანებიანი ნათლობის კაბით

ლონდონში კემბრიჯის ჰერცოგ ულიამისა და ჰერცოგინია ქეითის ვაჟი, პრინცი ჯორჯ ალექსანდრ ლუი მონათლეს. ცერემონია 23 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 15:00 სთ-ზე დაიწყო და დახურულ რეჟიმში 45 წუთი გაგრძელდა.

ბრიტანეთის ტახტის 3 თვის მემკვიდრე ლონდონში მდებარე სენტ ჯეიმსის სასახლეში მონათლეს.

პრინცი კენტერბერის მთავარმა ეპისკოპოსმა ჯასტინ უებლიმ მონათლა. სამი თვის ჯორჯს მაქმანებიანი ნათლობის კაბა ეცვა. ეს იმ სამოსის ასლია, რომელსაც სამეფო ოჯახში ახალშობილებს 1841 წლიდან აცმევდნენ.

კემბრიჯის ჰერცოგნიას კი ღონისძიებაზე Alexander McQueen-ის კაბა ამშვენებდა.

ღონისძიებაზე სამეფო ოჯახის სამი თაობა იმყოფებოდა. გარდა უილიამის და კეიტის ახლობლებისა, ნათლობას წყვილის ახლო მეგობრები, სულ 22 ადამიანი ესწრებოდა.

ჩვილის ნათლიები შვიდნი არიან: ოლივერ ბეიკერი, ემილია ჯარდინ-პეტერსონი, ეარლ გროსვენორი, ჯეიმი ლოვთერ-პინკერტონი, ჯულია სამუელი, უილიამ ვან კუტსემი და ზარა ფილიპსი. ნათლიების სახელები ცერემონიამდე რამდენიმე საათით ადრე გახდა ცნობილი.

პრინც ჯორჯს ეკლესიის შესასვლელში ქალაქის მოსახლეობა ელოდა, რომელთაც ეკლესიასთან შეკრება ცერემონიამდე დიდი ხნით ადრე დაიწყეს. ბევრმა თან ბუშტები, სათამაშოები და მისალოცი ბარათები მიიტანა.

პრინცი ჯორჯი 2013 წლის 22 ივნისს დაიბადა. იგი ქეითისა და უილიამის პირველი შვილია.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია Sky News-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს