ინდოეთში 13 წლის გოგონა გააუპატიურეს და შემდეგ ცოცხლად დაწვეს

ინდოეთში 13 წლის გოგონა გააუპატიურეს და შემდეგ ცოცხლად დაწვეს

ინდოეთში, უტარ-პრადეშის შტატში 13 წლის გოგონა ჯგუფურად გააუპატიურეს და შემდეგ ცოცხლად დაწვეს.

გოგონა გუშინ ღამე ფერმიდან სახლში დასთან ერთად ბრუნდებოდა, როდესაც 3 მამაკაცი თავს დაესხა და გააუპატიურა. თავდასხმისას ადგილიდან გაქცევა უფროსმა დამ შეძლო, რათა ოჯახის წევრებისთვის ინციდენტის შესახებ ეთქვა. ოჯახის წევრები ადგილზე მალევე მივიდნენ, მაგრამ გოგონა უკვე დამწვარი დახვდათ. იმის შიშით, რომ თინეიჯერი ადგილობრივ პოლიციაში მივიდოდა და დამნაშავეებს უჩივლებდა, გოგონა ცოცხლად დაწვეს.

ბავშვი ადგილობრივ საავადმყოფოში სხეულის 80 პროცენტიანი დამწვრობით გარდაიცვალა. პოლიცია ინციდენტს იძიებს.

მომზადებულია Times of India-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს