ჩინეთში, გუანდუნის პროვინციაში მცხოვრები 21 წლის ჰენგ ჰსიეჰი ფიქრობდა, რომ მაღალანაზღაურებად სამსახურს იშოვიდა, ამიტომ მეზობლებისგან და ნათესავებისგან ფული თამამად ისესხა.
სწავლის გადასახადი დაფარა, მაგრამ სამსახურში არავინ აიყვანა. ჰენგი იძულებული გახდა მევალეებს გაქცეოდა და სხვა ვერაფერი მოიფიქრა - მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ანძაზე ავიდა.
საბედნიეროდ, ჰენგი მალევე შენიშნეს და ელექტრიკოსებმა ელექტროენერგია გათიშეს. 5 საათი კაცი ანძაზე იჯდა, ჩინურ სიმღერებს მღეროდა და ოჯახის წევრების თხოვნაზე, ძირს ჩამოსულიყო, უარს ამბობდა. ზოგიერთმა მევალემ თქვა, რომ მისგან ფულის დაბრუნებას აღარ მოითხოვს. ჰენგის მამა მევალეებს დაპირდა, რომ ვალს უახლოეს მომავალში გაისტუმრებენ.მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.