5 ბავშვი გაუსაძლის პირობებშია, მე-6 შიმშილით გარდაიცვალა

5 ბავშვი გაუსაძლის პირობებშია, მე-6 შიმშილით გარდაიცვალა

საგარეჯოს რაიონში, შვიდსულიანი ოჯახი ნახევრად დანგრეულ სახლში ცხოვრობს. ოთახებში ანტისანიტარიაა, ჭუჭყიანი ტანსაცმელი და ჭურჭელი ყრია. 5 მცირეწლოვანი გაუსაძლის პირობებშია. საძინებელ ოთახში 3 რკინის საწოლი დგას, 4 წლის გიორგის ბეტონის ბლოკებზე გადებულ ფიცარზე სძინავს. ბავშვები ეზოშიც კი ფეხშიშველები დარბიან. ოჯახის ყველაზე პატარა წევრი, ორი თვის ბავშვი კი, რამდენიმე თვის წინ შიმშილით გარდაიცვალა.

მშობლები ბავშვის გარდაცვალებაში ექიმებს ადანაშაულებენ. ხოლო სამედიცინო დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ 2 თვის ბავშვი დედამ გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე პედიატრთან მიიყვანა. ბავშვი 4 კილოგრამს იწონიდა. დედასთან გასაუბრების შედეგად ექიმებმა დაასკვნეს, რომ 2 თვის ბავშვის წონაში კლება დედის რძის ნაკლებობით იყო გამოწვეული, ამასთან, ის არასრულფასოვნად იკვებებოდა და ცუდ საყოფაცხოვრებო პირობებში ცხოვრობდა.

მოზარდების ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად, სოციალური მომსახურების სააგენტო ამ ფაქტით ამ დრომდე არ დაინტერესებულა. საგარეჯოს სოციალური მომსახურების ცენტრის უფროსი თამარ ბერიძე აცხადებს, რომ ისინი ვალდებულები არ არიან "ოჯახ-ოჯახ ირბინონ". "ბავშვი რომ იყო დაბადებული, რომელიც გარდაიცვალა, სოციალურად დაუცველთა ბაზაში არ ყოფილა. არ მოუმართავთ და საიდან გავიგებდი? ოჯახმა უნდა მოგვმართოს თვითონ, ეგრე არ არის ვალდებული სოციალური აგენტი, რომ ოჯახ-ოჯახ ირბინოს", - აცხადებს ბერიძე.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა