10 მიზეზი, რის გამოც სამსახურს ვერასდროს იშოვით

10 მიზეზი, რის გამოც სამსახურს ვერასდროს იშოვით

თუ ამ რეიტინგში შესული 10 თვისებიდან რომელიმე გახასიათებთ, უმჯობესია ხასიათი შეიცვალოთ, რადგან სამსახურს ვერასდროს იშოვით.

1. არასწორად შევსებული რეზიუმე: რეზიუმე დასაქმების მთავარი გარანტია, მაგრამ ტექსტი მაქსიმალურად შეამცირეთ.

2. რეკომენდაცია: ხელმძღვანელებს ისეთი თანამშრომლის დაქირავება სურთ, რომელსაც ვიღაც თავდებად დაუდგება. ასე რომ, მობილური აიღეთ და დაუკავშირდით კოლეგებს. სირცხვილი არაა, ვინმეს დახმარება სთხოვოთ.

3. ზარმაცი ხართ: გგონიათ კომპანიის ხელმძღვანელი თავად მოგძებნით? მიიღეთ მონაწილეობა პროფესიონალურ შეხვედრებსა და კონფერენციებში.

4. ფიქრობთ, რომ განსაკუთრებული ხართ: რადგან სახლში უმაღლესი განათლების დიპლომი გაქვთ და რამდენიმე უცხო ენას ფლობთ, იმას არ ნიშნავს, რომ ვინმემ ამისთვის მადლობა უნდა გადაგიხადოთ. ხშირად ადამიანი იმ სფეროში მუშაობს, რომელიც საერთოდ არ აინტერესებს. თუმცა, ვიდრე დაკისრებულ მოვალეობაზე უარს იტყვით, გახსოვდეთ, რომ სამსახურში დროთა განმავლობაში მოთხოვნები იცვლება და საქმეც ტრანსფორმირდება.

5. გასაუბრებაზე მობილიზირებული არ ხართ: ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ შეგაფასებენ გასაუბრებაზე. იყავით კომუნიკაბელური.

6. საშინლად გამოიყურებით: დიახ, ”ეიჯიზმი” (ასაკობრივი დისკრიმინაცია) სამწუხაროდ ჩვეულ მოვლენად იქცა, მაგრამ რადგან ისევ 25 წლის არ ხართ, იმას არ ნიშნავს, რომ ცუდად გამოიყურებოდეთ. საჭიროა ფორმაში ჩადგეთ. მენეჯერებს უნდა დაუმტკიცოთ, რომ ამტანი ხართ და საქმისთვის საჭირო სასიცოცხლო ენერგია გაგაჩნიათ.

7. გუნდური მუშაობისთვის შეუფერებელი ხართ: საქმეში შესაძლოა სრულყოფილად კვალიფიციური ხართ, მაგრამ დამსაქმებელი ფიქრობს, რომ გუნდური მუშაობა არ შეგიძლიათ. დამსაქმებელი უარს ამბობს განიხილოს იმ ადამიანის CV, რომელიც კომპანიის კულტურას ვერ ერგება.

8. ელოდებით ზარს, რომ გასაუბრებაზე დაგიბარებენ: სამწუხაროდ, ხშირად იმეილზე გაგზავნილ CV-ზე პასუხს მოუთმენლად ელით და ფიქრობთ, მალე დაგირეკავენ. ექსპერტები სამსახურის მაძიებლებს ურჩევენ, ოფისში მოხალისედ იმუშაონ. პრაქტიკასაც შეიძენთ, რეზიუმეში ფირმაში მუშაობის გამოცდილებას მიუთითებთ და თუ თქვენი მუშაობით გუნდი კმაყოფილი დარჩება, შტატში მალევე აგიყვანენ.

9. ერთსა და იმავე საქმეს ვერ შორდებით: მთელი ცხოვრება ერთი პროფესიით მუშაობა ჯანმრთელობისთვის საზიანოა. დღესაც იმავე ტიპის სამუშაოს ეძებთ, რომელსაც გამოექეცით, ან შედიხართ ვაკანსიების იმ გვერდზე, სადაც სისტემატურად აგზავნიდით მონაცემებს და არავინ გიკავშირდებოდათ. ამ საკითხს კრეატიულად მიუდექით და შეძენილი გამოცდილება ახალი კუთხით გამოიყენეთ.

10. თანამედროვე ტექნოლოგიებს ვერ ითვისებთ: თავის დროზე სკოლაშიც სწავლობდით, უნივერსიტეტის დიპლომითაც ამაყობთ, მაგრამ გავიწყდებათ, რომ ცხოვრება გრძელდება და ყოველ წელს რაღაც ახალი ტექნოლოგია ჩნდება. გაიარეთ კურსები, მიიღეთ სხვადასხვა დარგის სერთიფიკატი, ისწავლეთ კიდევ ერთი უცხო ენა, აიმაღლეთ კომპიუტერზე მუშაობის გამოცდილება.

მომზადებულია forbes.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს