ქმრების 40%-ს შიშველი ცოლი არ უნახავს

ქმრების 40%-ს შიშველი ცოლი არ უნახავს

თუ პარტნიორთან გაშიშვლების გრცხვენიათ, თქვენ მარტო არ ხართ. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გამოკითხული 1902 ქალიდან 40%-მა განაცხადა, რომ ქმრებს ისინი შიშველი არ უნახავთ და ამის გამო ინტიმურ ურთიერთობაშიც სერიოზული პრობლემები აქვთ.

ყოველი 6 გამოკითხულიდან ერთმა აღიარა, რომ ქმარს უფლებას არ აძლევს, შიშველი იხილოს. 16%-მა აღიარა, რომ ბოლო რამდენიმე წელია პარტნიორის წინ არ გაშიშვლებულა. ქალების დიდი ნაწილი ამ პრობლემას იმით ხსნის, რომ საკუთარი გარეგნობა არ აკმაყოფილებთ. გამოკითხვა ამერიკულმა ფარმაცევტულმა ონლაინ კომპანია UKMedix.com-მა ჩაატარა.

"ეს ქალებისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა. მათ ეშინიათ, რომ გარეგნობაში ნაკლს უპოვნიან და გააკრიტიკებენ. ვიცნობთ ქალებს, რომლებიც ქმარსაც კი მთლიანად შიშველი არ უნახავს", - ამბობენ პროექტის ორგანიზატორები.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს