ღვინის სმის გამო ირანში 4 ქრისტიანს 80-ჯერ გაამათრახებენ

ღვინის სმის გამო ირანში 4 ქრისტიანს 80-ჯერ გაამათრახებენ

ირანის ისლამურ რესპუბლიკაში 4 ქრისტიანს, რომლებმაც ზიარების დროს ღვინო დალიეს, 80-ჯერ გაამათრახებენ. ამასთან, მათ სატელიტური ანტენის გამოყენებისთვისაც დასჯიან.

ბეჰზად ტაალიპასანდი, მეჰდი რეზა ომიდი, მეჰდი დადხანი და ამირ ჰატემი დეკემბერში დააპატიმრეს და სასამართლომ განაჩენი 20 ოქტომბერს გამოიტანა. ირანში რელიგიური მრწამსის შეცვლა სიკვდილით ისჯება. 

გაერო ისლამურ რესპუბლიკას არამუსულმანების დევნაში ადანაშაულებს და საჯაროდ აკრიტიკებს. როგორც გაეროს სპეციალური მომხსენებელი, ირანში ადამიანთა უფლებების დამცველი აჰმედ შაჰედი ამბობს, ირანში ქრისტიანების შევიწროვება ჩვეულებრივი პრაქტიკაა.

ოფიციალური სტატისტიკით, ირანის ისლამურ რესპუბლიკაში 370 000 ქრისტიანი ცხოვრობს.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს