ბრაზილიელი მოდელები ელიტარულ პროსტიტუციაში არიან ჩართული

ბრაზილიელი მოდელები ელიტარულ პროსტიტუციაში არიან ჩართული

ბრაზილიელი ქალები სამოდელო ბიზნესის ლიდერები არიან, აქ ყოველი მესამე გოგონა იდეალური პროპორციებით იბადება და გავლენიან მოდის სახლებსა, თუ სააგენტოებს ამ ქვეყნის ქალებზე ნამდვილი ნადირობა აქვთ გამოცხადებული.

თუმცა, აღმოჩნდა, რომ მოდელების ნაწილი თავს მხოლოდ პოდიუმით არ ირჩენს. ბრაზილიაში პოლიციამ დანაშაულებრივი დაჯგუფება აღმოაჩინა, რომელიც პროსტიტუციით იყო დაკავებული და მასში ცნობილი ბრაზილიელი მოდელები და ფოტომოდელები იყვნენ ჩართულნი. ისინი ევროპასა და აფრიკაში ბიზნესმენებისთვის და პოლიტიკოსებისთვის მუშაობდნენ.

როგორც სამართალდამცავები ამბობენ, ახალგაზრდა გოგონებს კვირაში 60 000 გირვანქა სტერლინგს უხდიდნენ. ჯგუფს დაახლოებით 90 ქალი ბრაზილიიდან უცხო ქვეყნებში მდიდარი კლიენტებისთვის მიჰყავდა. როგორც პოლიციის წარმომადგენელი ლუიზ ტემპისტინი ბრაზილიურ გაზეთ O Globo-სთან ინტერვიუში ყვება, ეს ქალები ბრაზილიურ ტელეშოუებში სხვადასხვა დროს მოცეკვავეებად, მოდელებად და მსახიობებად მუშაობდნენ.

მომზადებულია O Globo-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს