სამყაროს 10 უჩვეულო მოვლენა

სამყაროს 10 უჩვეულო მოვლენა

თანამედროვე მეცნიერების განვითარების პროცესი და მისი მიღწევები გვაიძულებს, უფრო და უფრო მყარად ვირწმუნოთ, რომ მეცნიერებას ყველა მოვლენის ახსნა შეუძლია, ჩვენს სამყაროში მეცნიერული ახსნა მრავალ მოვლენას მოეპოვება, მაგრამ თანამედროვე მეცნიერულ თეორიებს ყველა ფენომენის ახსნა არ შეუძლია. მაგალითად, მეცნიერება ჯერჯერობით, გარკვევით ვერაფერს ამბობს სამყაროს წარმოშობისა თუ რელიგიური რწმენის ჩამოყალიბების პროცესის შესახებ.

ზებუნებრივი სამყაროს უკეთ გაცნობა ნათლად გვიჩვენებს, რომ მრავლად გვხვდება უჩვეულო მოვლენა, რომელსაც თანამედროვე მეცნიერება ვერ ხსნის, რადგან ამ მოვლენათა გაზომვისა თუ შესწავლისთვის მეცნიერული მეთოდები არ გამოდგება.

პლაცებოს ეფექტი

მედიცინისთვის გამოცანად რჩება პლაცებოს ეფექტი, რომელიც კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ფიზიკური ჯანმრთელობის შენარჩუნებასა და განკურნებაში ცნობიერებას უდიდესი როლი ეკისრება. დადგენილია, რომ წამლის მიღებაში დარწმუნებული პაციენტი შესაძლოა გამოჯანმრთელდეს, თუნდაც მას მხოლოდ შაქრისგან დამზადებული აბი ჰქონდეს მიღებული. ამ ფენომენის შესასწავლად, "ორმაგი სიბრმავის" სახელწოდებით ცნობილი ექსპერიმენტები ჩატარდა. იმისთვის, რომ პაციენტებისა და ექიმების მოლოდინს ექსპერიმენტის მსვლელობაზე გავლენა არ მოეხდინა, მათ მკურნალობის რეალური ბუნების შესახებ არაფერი იცოდნენ. სამწუხაროდ, პლაცებოს ეფექტის ზემოქმედების ძალასა და ეფექტიანობას მეცნიერება მრავალი წლის განმავლობაში არასაიმედოდ მიიჩნევდა, რაც შესაძლოა, ამ მეცნიერული მეთოდების შეზღუდულობასთან იყო დაკავშირებული, მაგრამ ცნობილია თვითგანკურნების მრავალი მაგალითი, რომლებიც არსებული სამედიცინო საშუალებების ეფექტს ბევრად აღემატება.

მეექვსე გრძნობა

5 გრძნობა: მხედველობა, სმენა, გემო, ყნოსვა და შეხება ადამიანს გარემომცველ ფიზიკურ სამყაროში ორიენტირებაში ეხმარება, მაგრამ არსებობს მეექვსე გრძნობაც, აღქმის ერთგვარი შინაგანი ძალა, რომელსაც ინტუიციას ვუწოდებთ. სიტყვა "ინტუიცია" ლათინური in­tu­e­ri-დან მოდის და "შინაგან ხედვას" ნიშნავს. ინტუიცია ლოგიკური მსჯელობისა და ანალიზის გამოყენების გარეშე ცოდნისა და გაგების უნარია და თითოეული ადამიანის აღქმის სიძლიერეზეა დამოკიდებული. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, ინტუიცია - რაღაც ისეთის "წინაცოდნა" ან "წინათგრძნობაა", რაც ადრე არ ვიცოდით. 2006 წელს ჟურნალში "GEO PRWeek/Burson-Marsteller" გამოქვეყნებული კვლევის შედეგების თანახმად, დაწესებულებათა ხელმძღვანელების 62% გადაწყვეტილების მიღებისას უფრო ხშირად, ინტუიციას ეყრდნობა და არა - მსჯელობას.

ჩინელი ფილოსოფოსი ლაო ძი ამბობდა: "ინტუიციის ძალა ბოროტებისგან სიცოცხლის ბოლომდე დაგიცავთ". ალბერტ აინშტაინსაც მიაჩნდა, რომ "ინტუიცია ყველაფერზე ძვირფასია".

რა არის ინტუიციის სათავე, საიდან მიდის იგი? ადამიანის თავის ტვინის შესწავლამ ცხადყო, რომ ამ კითხვის სავარაუდო პასუხი ეპიფიზში (Cor­pus pi­ne­a­le) უნდა ვეძებოთ. თანამედროვე ფილოსოფიის მამა, რენე დეკარტი ეპიფიზს "ცნობიერების ადგილმდებარეობას" უწოდებდა. ძველი აღმოსავლეთის ბრძენებსაც მიაჩნდათ, რომ ინტუიცია ეპიფიზიდან მოდის და ვარაუდობდნენ, რომ იგი ცოდნისა და იდეის, გამონათებისა და სულის სახით გამოვლინდება.

მოამზადა ნატო მანჯავიძემ

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს