დარღვევა კახეთში - აგიტატორები აგიტაციას კენჭისყრის შენობაში ეწევიან

დარღვევა კახეთში - აგიტატორები აგიტაციას კენჭისყრის შენობაში ეწევიან

გურჯაანის საარჩევნო ოლქის, ვაზისუბნის N11 საარჩევნო უბანზე, კენჭისყრის შენობაში, კოალიცია "ქართული ოცნების" და ნინო ბურჯანაძის აგიტატორები აგიტაციას ეწევიან. ნინო ბურჯანაძის წარმომადგენელმა ჟურნალისტებთან ვინაობა არ გაამხილა, "ქართული ოცნების" აგიტატორი კი მათ ქეთი პაიჭაძედ გაეცნო.

ამავე უბანზე, ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია "ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიის" წარმომადგენლები კომისიის თავმჯდომარის და წევრების ფუნქციებში ერევიან.

კომისიის თავმჯდომარე ნათელა ხატიაშვილი დარღვევებზე რეაგირებას არ ახდენს და "ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიის" წარმომადგენლების მითითებებს ემორჩილება.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა